შინაარსზე გადასვლა

მისტერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მისტერია (ბერძ. mysterion — საიდუმლო) — შუა საუკუნეების რელიგიური დრამა. აგებულია ბიბლიურ თემებზე.

თავდაპირველად მისტერია ეკლესიაში იდგმებოდა და სამღვდელოების მიერ სრულდებოდა. კარნავალურმა და თეატრალურმა ხასიათმა საღვთო მსახურებას ზედმეტად სამხიარულო და ზოგჯერ სახუმარო იერიც კი მისცა, რის გამოც მისტერია აიკრძალა. იგი გავიდა ეკლესიიდან და ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე იდგმებოდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის ხელოსნები და მოყვარული მსახიობები. მოქმედებებს შორის იმართებოდა ინტერმედიები. მისტერია რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და მასში ზოგჯერ რამდენიმე ასეული შემსრულებელი გამოდიოდა. მისტერიამ დიდი ზეგავლენა იქონია შუა საუკუნეების თეატრზე, დასაბამი მისცა ფარსისა და მორალიტეს ჩამოყალიბებას.