ფარელის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარელის ქედი
კოორდინატები: 42°39′19″ ჩ. გ. 42°48′31″ ა. გ. / 42.65528° ჩ. გ. 42.80861° ა. გ. / 42.65528; 42.80861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ცაგერის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ფარელი
სიმაღლე 1354,1 
სიგრძე კმ
სიგანე კმ
ამგებელი ქანები კირქვა და ნაწილობრივ მერგელი
ფარელის ქედი — საქართველო
ფარელის ქედი
ფარელის ქედი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ფარელის ქედი

ფარელის ქედირელიეფში კარგად გამოხატული საშუალომთიანი ქედი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. დასავლეთით ესაზღვრება მდინარე ცხენისწყლის ხეობა, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ლაჯანურის ხეობა.[1] ფარელის ქედის სიგრძეა 6 კმ, სიგანე 1 კმ-ზე მეტი. მაქსიმალური სიმაღლე 1354,1 მ (მთა ფარელი).[2]

დასავლეთით იწყება ცხენისწყლის მარცხენა მხარეზე, ქალაქ ცაგერის ჩრდილოეთით. ვრცელდება ჯერ აღმოსავლეთით, ხოლო შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით და მთავრდება მდინარე ლაჯანურის მარჯვენა მხარეზე, ორბელის კლდეკართან, სოფელ ორბელის სიახლოვეს. აგებულია ცარცული და ეოცენური კირქვებითა და ნაწილობრივ მერგელებით.[3]

კარსტი და ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტად არის განვითარებული. ტექტონიკურად რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ჩრდილო ფრთის შემადგენლობაშია. ქედის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი კარგად არის გამოხატული და გადის დაახლოებით ორბელ–ცაგერის შემაერთებელი გზის გასწვრივ. კარგად იკვეთება საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთითაც, განსაკუთრებით მის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო შუაში, სადაც ხდება ამ ქედის დაკავშირება მთა ფარელიდან გამოყოფილი ტოტით ჩრდილოეთით მდებარე ქედთან, — შედარებით სუსტად.[4]

ქედის თხემური ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ვიწროა, ხოლო მთა ფარელის შემდეგ, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი რამდენადმე ვაკიანია. ქედი დაფარულია ტყით და მისი ფერდობები ფლატიანია. მთა ფარელის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ქედის თხემური ნაწილი თანდათანობით დაბლდება და ცხენისწყალსა და ლაჯანურთან მიახლოებისას ციცაბოდ წყდება დაახლოებით 400 მ-ანი სიმაღლის ფლატით.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, გეოგრაფიულ-გეოლოგიურ მეცნიერებათა სერია, ტ. 90. თბ., 1963
  2. Топографическая карта, лист K-38-50. Масштаб 1:100000. Издание 1989 г.
  3. კაჭარავა ი. რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს. გეოლოგიური სერია, ტ. II (VIII), თბ., 1944
  4. 4.0 4.1 ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები : ტომი XX, თბ., 1964