შინაარსზე გადასვლა

ფაბიო არმილიატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაბიო არმილიატო

ფაბიო არმილიატო
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფაბიო არმილიატო
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1956 (1956-08-17) (68 წლის)
დაბ. ადგილი გენუა, იტალია
წარმოშობა იტალიის დროშა იტალიელი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა საოპერო მომღერალი
საიტი fabioarmiliato.com/home/
ფაბიო არმილიატო ვიკისაწყობში

ფაბიო არმილიატო (იტალ. Fabio Armiliato; დ. 17 აგვისტო, 1956, გენუა, იტალია) — იტალიელი ტენორი.

ფაბიო არმილიატო დაიბადა გენუაში, დაამთავრა ნიკოლა პაგანინის სახელობის კონსერვატორია მშობლიურ ქალაქში, სადაც ასევე გადიოდა კონპოზიციის კურსებს. იგი არის ცნობილი დირიჟორის მარკო არმილიატოს ძმა. არმილიატო „ტიტოს სკიპას“ კონკურსის გამარჯვებულია. მისი დებიუტი შედგა სიმონ ბოკანეგრა, გენუის კარლო ფელიცეს საოპერო თეატრში, მალევე დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა. 1989 წელს მან შეასრულა კავარადოსის პარტია ოპერა „ტოსკაში“ ჯოვანა კასოლასთან ერთად. შემდგომ „ბალმასკარადი“ ლეო ნუჩისთან ერთად, „აიდა“ მარსელის მუნიციპალურ თეატრში. 1990-იან წლებში შედგა მისი პირველი დებიუტები მეტროპოლიტენის ოპერაში, 1993 წელს - „ტრუბადური“ ვლადიმერ ჩერნოვთან და დოლორა ზაჯიკთან ერთად, რასაც მოჰყვა 1994 წელს რადამესი „აიდაში“ ანდრია გრუბერთან და ხუან პონსთან ერთად.

„სოფლის პატიოსნება“ მარია გულეგიანას გვერდით, სხვა მნიშვნელოვანი დებიუტები: მილანის „ლა სკალა“-1994, სოლო კონცერტი, 1995 წელი - ფაუსტი „მეფისტოფელში“ რიკარდო მუტის დირიჟორობით სამუელ რემეისთან ერთად, სან-ფრანცისკო - მანრიკო „ტრუბადური“ დანიელ ორენის დირიჟორობით და „აიდა“ მაჩერატას ფესტივალზე. 1995 წელს „ტოსკა“ დონატო რენძეტის დირიჟორობით რაინა კაბაივანსკას გვერდით. „ბოჰემა“ პარმის თეატრში, ვენის შტატსოპერაში გუსტავ მესამე „ბალმასკარადში“, შემდგომ კვლავ მეტროპოლიტენი ჯეიმზ ლივაინთან და კირი ტე კანავასთან, „ფედორა“ -რობერტო აბბადოს დირიჟორობით და მირელა ფრენისთან ერთად. „ტოსკა“- ლივაინთან და „დონ კარლოსი“- მუნგ ვუნ ჩუნგის დირიჟორობით და ტომას ჰემფსონთან ერთად. სან-ფრანცისკა - „აიდა“, პარიზი - „ტოსკა“, ვენა - „კარმენი“ მარსელო ვიოტის დირიჟორობით და ვალტრაუდ მაიერთან ერთად, არენა დი ვერონა - „კარმენი“, „აიდა“, „მადამ ბატერფლაი“ და ისევ „კარმენი“, 2002-2006-2008.

2002 წელს მან ცხოვრება დანიელა დესის დაუკავშირა. წყვილი ერთად ბევრ საოპერო ნაწარმოებში მონაწილეობს. ლონდონის კოვენტ-გარდენში ისევ „ტოსკა“ ანტონიო პაპანოს დირიჟორობით ანჯელა გეორგიუს და ბრინ ტერფელის გვერდით. ფაბიო არმილიატო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კავარადოსია („ტოსკა“), მას ეს როლი 140-ჯერ აქვს შესრულებული. ხშირად მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში, რომელიც ოპერის პოპულარიზაციას ეძღვნება. 2011 წელს ითამაშე ვუდი ალენის ფილმში „სიყვარულით რომში“. მიღებული აქვს პრემიები - საერთაშორისო ტიტოსკიპას პრემია და პუჩინის პრემია ბრწყინვალე კარიერისთვის.[1]