უფრთო ალკა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
უფრთო ალკა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pinguinus impennis (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
გადაშენებული IUCN 3.1 Extinct : 22694856 | |||||||||||||||
|
უფრთო ალკა,[1] ფრთათეთრი ალკა[2] (ლათ. Pinguinus impennis) — ამომწყდარი არამფრენი ფრინველი ალკასებრთა ოჯახისა. ახლოს იდგა ჩრდილოურ ალკებთან. სხეულის სიგრძეა 70 სმ-მდე, ფრთები პატარა და კარგად შეგუებული იყო წყალქვეშ მოსასმელად. იკვებებოდა თევზით. ბინადრობდა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ისლანდიის ატლანტიკურ სანაპიროებზე. ზამთრობით, როგორც ჩანს, აღწევდა ფლორიდასა და ხმელთაშუა ზღვამდე. მოიპოვებდნენ გემრიელი ხორცის გამო, რამაც XIX საუკუნეში მისი მთლიანად ამოწყვეტა გამოიწვია (1844 წელს კუნძულ ელდეიზე მოკლეს უკანასკნელი უფრთო ალკის წყვილი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უფრთო ალკა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ great auk — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 17, 99, 205, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.