ურთხლისებრნი
იერსახე
| ურთხლისებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Taxaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ურთხლისებრნი, უთხოვარისებრნი (ლათ. Taxaceae) — შიშველთესლოვან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე, მეტწილად ორსახლიანი ხეები და ბუჩქებია. მიკროსტრობილები (მამრობითი გირჩები) ფოთლის უბეშია, მარტოულია ან შეკრებილია მჭადა ყვავილედად; მეგასტრობილები — ძალზე რედუცირებულია (გირჩის ფორმა არ აქვს) და ცალკეული თესლკვირტები ყლორტის ბოლოში სხედან. მწვანე თესლს გარს ეკვრის არილუსი.
ოჯახში 20-მდე სახეობაა, რომლებიც თავმოყრილია 5 გვარში, მათგან საქართველოში გვხვდება 2 გვარი — ურთხელი და ტორეია (ლათ. Torreya).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.