უკრაინული ბაროკო
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
უკრაინული ბაროკო (უკრ. українське бароко, козацьке бароко); — არქიტექტურული სტილი, წარმოქმნილი უკრაინაში XVII საუკუნეში. დასავლეთევროპული ბაროკოსგან გამოირჩეოდა სადა ორნამენტულობით და გამარტივებული ფორმებით. შემორჩენილია ამ სტილის მრავალი ნიმუში, მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრა, სოფიოს ტაძარი, ვიდუბისა და წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტრები კიევში, პოკროვსკი ტაძარი ხარკოვში და სხვა.
ბაროკოს ფერწერის საუკეთესო ნიმუშებად მიჩნეულია კიევ-პეჩერის ლავრის სამების ტაძრის ფრესკები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ პერიოდში ინტენსიურად განვითარებული გრავიურა, რომელშიც გამოყენებულია სიბოლიზმის, ალეგორიის რთული სისტემა, ჰერალდიკა და მდიდრული გაფორმება. ამ სტილის გარკვეული ელემენტები შემდგომში ისესხა მონათესავე რუსულმა ბაროკომაც.
ეს სტილი არის გამოყენებული ხარკოვში 2004 წელს აგებულ არქიეპისკოპოსი წმინდამოწამე ალექსანდრეს ტაძარშიც.