შინაარსზე გადასვლა

წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღდგენილი წმ. მიხეილის საკათედრო ტაძარი სამრეკლოთი, 2005.

კიევის წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი (უკრ.: Михайлівський золотоверхий монастир; რუს.: Михайловский златоверхий монастырь) — ტაძარი უკრაინაში. მდებარეობს კიევში, ქალაქის კომერციულ-სავაჭრო უბანში, პოდილის რაიონში. მონასტერი შედგება წმ. მიხეილის საკათედრო ტაძრის, წმ. იოანე ნათლისმცემელის რეფექტორის (1713), ეკონომიჩნა ბრამასა (ჭიშკარი, 1760) და მონასტრის სამრეკლო კოშკისგან (1716-19).

მონასტერი დაფუძნდა 1108 წელს თავად სვიატოსლავ იზიასლავის ძის მიერ ყოფილი დმიტრიევსკის მონასტრის ადგილას. 1108-1113 წლებში აშენდა ოქროსგუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მიქაელ მთავარანგელოზის მფარველობაში აყვანილი ქალაქისთვის. XII საუკუნეში აქ კრძალავდნენ კიევის რუსეთის მმართველებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]