უზბოი
უზბოი (ყაზახ. Өзбойлар) — ძველი და მკვდარი ნახეობარების სახელწოდება შუა აზიის უდაბნოებში. წარმოადგენს გრძელ ხეობას თურქმენეთში, რომელიც გადაჭიმულია სარიყამიშის ქვაბულიდან კასპიის ზღვამდე. ჩრდილო-დასავლეთით შემოზღუდულია ყარაყუმის უდაბნოთი, სიგრძე 550 კმ. უზბოი აგრეთვე ეწოდა მდინარეს, რომელსაც სათავე და შესართავი არ გააჩნია — მდინარე ამუდარიის ყოფილი ტოტი, რომელიც გაედინებოდა ყარაყუმის უდაბნოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქმენეთში XVII საუკუნემდე.
სწრაფადვე ამოშრა და შესაბამისად ხვარაზმის ცივილიზაციას მიაყენა ზარალი, რომელიც განვითარებას სწორედ ამ მდინარის წყლებზე განიცდიდა. მდინარე უზბოი მიედინებოდა დაახლოებით 750 კმ-ზე. განშტოვდებოდა რა, მდინარე ამუდარიის ნაპირებიდან, სვლას აგრძელებდა სარიყამიშის ტბის გავლით და შესართავს კასპიის ზღვაში პოულობდა.[1][2] წყლის ამოშრობასთან ერთად ნაპირზე დასახლებულმა ხალხმა უეცრად გაფანტვა დაიწყო და შედეგად ისინი მოხეტიალეებად იქცნენ.
ცნობილმა გეოლოგმა ვლადიმერ ობრუჩევმა აწარმოა კვლევები ამ რაიონში. იგი შემდეგნაირად ახასიათებს უზბოის:
„ბალა-იშემის ჭის დასავლეთით ორას ნაბიჯში ქვიშაქვებისგან აგებულ მცირე სიმაღლის ბორცვებს შორის ირკვევა უმნიშვნელო დადაბლება, რომელიც სახელგანთქმულ უზბოის წარმოადგენს.“
|
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უზბოის საიდუმლოება დაარქივებული 2014-02-20 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|