ჩანდირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩანდირი — მდინარე ირანსა და თურქმენეთში. სუმბარის შენაკადი. სათავე აქვს ქოფეთ-დაღის მთების სამხრეთ კალთებზე. სიგრძე 120 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 1820 კმ². შრობადი ტიპის მდინარეა. ზაფხულში რამდენადმე შრება. უმეტესწილად იკვებება მიწისქვეშა და წვიმის წყლით, შედარებით ნაკლებად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი 422 მ³/წმ. ადგილ-ადგილ მდინარის ხეობა წარმოადგენს საზღვარს ირანსა და თურქემენთს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]