სარიყამიშის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარიყამიშის ქვაბული
სარიყამიშის ტბა
სარიყამიშის ტბა
კოორდინატები: 42°00′ ჩ. გ. 57°30′ ა. გ. / 42.000° ჩ. გ. 57.500° ა. გ. / 42.000; 57.500
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
სიმაღლე –38 
სიგრძე 150 კმ
სიგანე 90 კმ
სარიყამიშის ქვაბული — თურქმენეთი
სარიყამიშის ქვაბული

სარიყამიშის ქვაბული (თურქმ. Sarygamyş çöketligi; უზბეკ. Sariqamish botig`i) — ოვალური ფორმის გაუდინარი უდაბნო ქვაბული შუა აზიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.[1] მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოსა და უსტიურთის პლატოს საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიგანე 90 კმ. ფსკერის ყველაზე დაბალი ნაწილი ზღვის დონეზე 38 მეტრით დაბლაა. ქვაბულის ცენტრალური ნაწილი უკავია სარიყამიშის ტბას. სარიყამიშის ქვაბული აგებულია ტბიური ნალექებით. ზედაპირი დაფარულია მლაშობებითა და ქვიშებით. მდინარე ამუდარიის წყალმა უკანასკნელად ქვაბულის ტერიტორიას 1878 წლის ზაფხულში მიაღწია. სახელწოდება თურქულია და ნიშნავს „ყვითელ ლელქაშს“.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Географические названия мира: Топонимический словарь. — М: АСТ. Поспелов Е.М. 2001.
  2. Средняя Азия: Физико-географическая характеристика. М. 1958.