ტრანსცენდენტური ეტიუდი №12 (ლისტი)
ტრანსცენდენტური ეტიუდი №12 სი♭ მინორში — ფერენც ლისტის ტრანსცენდენტური ეტიუდებიდან რიგით მე-12 საფორტეპიანო ეტიუდი. მისი საპროგრამო სახელწოდებაა „Chasse-neige“ („ქარბუქი“). ეტიუდი დაფუძნებულია ტრემოლოებზე, თუმცა შეიცავს მრავალ სხვა ტექნიკურ სირთულეს, როგორიცაა გრძელი ნახტომები და სწრაფი ქრომატული გამები, ხოლო დასაწყისი მოითხოვს ძალიან ნაზ და რბილ შესრულებას. ნაწარმოები თანდათან გადადის ძლიერ კულმინაციაში. იგი ერთ-ერთი ურთულესი ტრანსცენდენტური ეტიუდია, მისი სირთულე 9 ქულიდან 9-ით შეაფასა გამომცემლობა G. Henle Verlag-მა, რითაც სირთულის მიხედვით უმაღლესი ქულის მქონე ექვს ეტიუდს შორის მოხვდა.[1]
ფერუჩიო ბუზონმა განაცხადა, რომ ეტიუდი „პოეტური ბუნების უმშვენიერესია მაგალითია, ალბათ, მუსიკის ყველა ჟანრში“. მან ნამუშევარი აღწერა, როგორც „ჩინებულად და მდგრადად მომავალი თოვლი, რომელიც პეიზაჟსა და ადამიანებს თანდათან ფარავს“.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტრანსცენდენტური ეტიუდები: ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Liszt: Transcendental Studies, Urtext Edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-28. ციტირების თარიღი: 2022-08-21.
- ↑ (იანვარი 1988) რედ. ფერუჩიო ბუზონი: Franz Liszt: Complete etudes for solo piano. Courier Corporation, გვ. 10. ISBN 978-0-486-25815-7.
- ↑ ჯიმ სამსონი (2007). Virtuosity and the Musical Work: The Transcendental Studies of Liszt. Cambridge University Press, გვ. 185. ISBN 978-1-139-43621-2.