შინაარსზე გადასვლა

სოფი მენტერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოფი მენტერი (ინგლ. Sophie Menter; დ. 29 ივლისი, 1846 – გ. 23 თებერვალი, 1918) — გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი, ფერენც ლისტის რჩეული ქალი სტუდენტი.[1] მას პარიზში ლისტის განსახიერება უწოდეს მისი ძლიერი, შესრულების ენერგიული სტილისა და მანერის გამო. იგი თავის დროზე ფორტეპიანოს ერთ-ერთ უდიდეს ვირტუოზად ითვლებოდა.[2] პიანისტი სტოკდორფში, მიუნხენის მახლობლად გარდაიცვალა.

სოფი წარმოუდგენლად ნიჭიერი იყო, მაგრამ მისი მუსიკალური განათლება უკანა პლანზე გადაიწია. იოზეფს არ სურდა, რომ მის ახალგაზრდა ქალიშვილს კონსერვატორიაში ესწავლა და, უფრო მეტიც, საშინლად ავად გახდა. მენტერის მამა გარდაიცვალა 1856 წლის აპრილში, 48 წლის ასაკში, როდესაც სოფი ცხრა წლის იყო. სოფი შესრულების ენერგიული სტილის გამო, იმ დროის ერთ-ერთ გამორჩეულ და უდიდეს ვირტუოზად ითვლებოდა.

სოფი დაიბადა მიუნხენში, ჩელისტი იოსეფ მენტერისა და მომღერალ ვილჰელმინე მენტერის ოჯახში. ფორტეპიანოზე დაკვრა მან ცნობილ გერმანელ პიანისტთან და პედაგოგთან, შტუტგარდის მუსიკალური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელთან ზიგმუნდ ლებერტთან და მოგვიანებით ფრედერიკ ნიდსთან შეისწავლა. პირველი საკონცერტო გამოსვლები შტუტგარტში, ფრანკფურტსა და შვეიცარიაში ჰქონდა. იგი ლისტის მოსწავლე 1869 წელს გახდა, შემდგომ დაქორწინდა ჩელისტ დევიდ პოპერზე. 1881 წელს პირველად ჩავიდა ინგლისში, სადაც ორი წლის შემდეგ სამეფო ფილარმონიის საზოგადოების საპატიო წევრობა უბოძეს. 1883 წელს იგი გახდა პიანინოს პროფესორი სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში, მაგრამ 1886 წელს დატოვა სასწავლებელი.

მისმა პირველმა საკონცერტო გამოსვლებმა იგი შტუტგარტში, ფრანკფურტსა და შვეიცარიაში მიიყვანა, ხოლო 1867 წელს ლაიფციგის გევანდჰაუსში ლისტის ფორტეპიანო მუსიკის ინტერპრეტაციისთვის აღიარება მოიპოვა. 1870 წელს ბერლინში სწავლის დროს, ამერიკელი პიანისტი ემი ფეი მენტერით აღფრთოვანებული დარჩა, რომელსაც ის აღწერს, როგორც „ძალიან ცნობილ ადამიანს, რომელიც შესანიშნავად უკრავს“. „მე საშინლად მშურდა მისი“, - წერს ფეი თავის წიგნში „მუსიკის შესწავლა გერმანიაში“. „ის ყველაფერს ზეპირად უკრავს და ლამაზი კონცეფცია აქვს. კონცერტი სრულიად მარტომ გამართა, გარდა იმისა, რომ ვიღაცამ რამდენიმე სიმღერა იმღერა და ბოლოს კარლ ტაუსიგმა მასთან ერთად ორი ფორტეპიანოსთვის დუეტი დაუკრა, რომელშიც მეორე ფორტეპიანო აიღო“.

1872-დან 1886 წლამდე იგი დაქორწინებული იყო ჩელისტ დევიდ პოპერზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, სახელად სელესტი. 1881 წელს ის პირველად გამოჩნდა ინგლისში და ორი წლის შემდეგ სამეფო ფილარმონიული საზოგადოების საპატიო წევრად დასახელდა. 1883 წელს ის სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს პროფესორი გახდა, მაგრამ 1886 წელს დატოვა კონცერტებზე გამოსვლის გასაგრძელებლად.

პოპულარობის გამო, მენტერმა წარმატებას მიაღწია მუსიკაში, რომელსაც სხვა ვერცერთი პიანისტი ვერ შეეხებოდა. ეს იყო ლისტის პირველი ფორტეპიანოს კონცერტი, რომელიც მან ვენაში 1869 წელს დაუკრა, მისი კატასტროფული პრემიერიდან 12 წლის შემდეგ. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი იყო ნაწარმოები სახელწოდებით „რაფსოდები“. ეს იყო ლისტის სამი უნგრული რაფსოდიის - №2, 6 და 12 - და რამდენიმე სხვა ნაწარმოების ფრაგმენტების ნაზავი. მან ასევე შექმნა სხვადასხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის, ძირითადად ბრწყინვალე სტილით, თუმცა საკუთარ კომპოზიციურ ნიჭს „უბედურს“ უწოდებდა.

ფორტეპიანოზე დაკვრა სოფიმ ცნობილ გერმანელ პიანისტსა და პედაგოგთან, შტუტგარდის მუსიკალური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელ ზიგმუნდ ლებერტთან შეისწავლა.

მენტერი ასევე სწავლობდა მიუნხენის კონსერვატორიაში ლეონარდისა და რეინბერგერის მეთაურობით, შემდეგ კი თავის მხრივ ფრედერიკ ნიდსისა და ჰანს ფონ ბიულოვის (ფრანც ლისტის სიძე) ხელმძღვანელობით. იგი დღეში 10 - 12 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა.

სოფი მენტერის დებიუტი შედგა მიუნხენში, 1861 წელს, 15 წლის ასაკში. გოგონამ კარლ მარია ფონ ვებერის კონცერტი ფა მინორში ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის შესრულებით საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც იმავე წელს მას ნება დართეს ჩაეტარებინა საკუთარი კონცერტი ოდეონის დიდ დარბაზში ლახნერის, როგორც ორკესტრის ხელმძღვანელის საპატიო მონაწილეობით.

1867 წელს, ტაუსიგთან მუშაობის პარალელურად, მან დაიწყო მუშაობა პიანისტად იმ პრინცთან, რომელმაც დედამისს განათლების დაფინანსება შესთავაზა. ერთ-ერთი კონცერტისას იგი შეხვდა ბრწყინვალე ჩელისტს სახელად დევიდ ჰოპერი. 1872 წლის დასაწყისში სოფი დევიდზე დაქორწინდა. იმავე წლის აგვისტოში მათ შეეძინათ ქალიშვილი სელესტი. 1870-იან წლებში წყილმა ერთად დაათვალიერა ევროპა. ამ დროს პიანისტი გვევლინება სოფი მენტერ-ჰოპერის სახელით. მაგრამ 1886 წელს ისინი დაშორდნენ. 1867 წელს სოფი მენტერმა სახელი გაითქვა ლისტის საფორტეპიანო მუსიკის ინტერპრეტაციის გამო, რომელიც შეასრულა ლაიფციგის გევანდჰაუსში. ბერლინში მან გაიცნო ცნობილი პიანისტი კარლ ტაუსიგი, მოგვიანებით მისი პედაგოგი. ტაუსიგთან და ჰანს ფონ ბიულოუსთან სწავლის შემდეგ სოფი გახდა ლისტის მოსწავლე 1869 წელს. ლისტი და მენტერი დარჩნენ მეგობრებად მთელი ცხოვრების განმავლობაში. ლისტი პიანისტს მოიხსენიებდა, როგორც "ჩემი ერთადერთი საფორტეპიანო ქალიშვილი". მეტიც, მან განაცხადა, რომ "მას ვერანაირი ქალი ვერ შეედრება".

სოფიმ პროფესიულ წარმატებას მიაღწია მთელ ევროპაში. კრიტიკოსი ვალტერ ნიემენი მის შესახებ წერდა: „ვირტუოზულობისა და ელეგანტურობის ნაზავი, შესანიშნავი, სრული ლისტური ტიპის ტონი; ცეცხლოვანი ტემპერამენტი; მამაკაცური ზეწოლა კლავიშებზე; პლასტიკურობა; ფორმის გამორჩეული ხელობა; რომელშიც სული და ტექნიკა ერწყმის ჰარმონიასა და კავშირს“

1874 წლის მაისში მენტერი დაასახელეს ავსტრიის იმპერატორის პალატის პიანისტად. 1881 წელს იგი პირველად ჩავიდა ბრიტანეთში და მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიენიჭა სამეფო ფილარმონიის საზოგადოების საპატიო წევრობა. მე-19 საუკუნის დასასრულს, ამ პიანისტის მიერ წმ. ჯეიმსის დარბაზში ჩატარებულ კონცერტს, ძირითადად, სენსაციური წარმოდგენების მოყვარულები ესწრებოდნენ. პროგრამა საკმაოდ ყოვლისმომცველი და მრავალფეროვანი იყო. მასში შედიოდა უამრავი ნაწარმოები, რომელიც ეკუთვნოდა ყველა სკოლას, ბახის სუფთა ფორმალიზმიდან დაწყებული ლისტის მძვინვარე რაფსოდიით დამთავრებული.

1883-1887 წლებში იყო პეტერბურგის კონსერვატორიის პედაგოგი, სადაც იცნობდა ჩაიკოვსკის, ანტონ რუბინშტეინს და ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვს.

1883 წელს მენტერი გახდა სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიის ფორტეპიანოს პროფესორი, მაგრამ 1886 წელს დატოვა პოზიცია, რადგანაც სურდა გაეგრძელებინა კონცერტების ჩატარება. ჯორჯ ბერნარდ შოუმ, რომელმაც 1890 წელს მოისმინა მენტერის შესრულება, დაწერა, რომ ის „ქმნის ბრწყინვალე ეფექტს, რომელსაც პადერევსკი ძალიან ჩამორჩება ... მენტერი, როგორც ჩანს, უკრავს შესანიშნავი სისწრაფით, მაგრამ ის არასდროს უკრავს იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანს შეუძლია მიყოლა“.

მენტერის მიერ შესრულებულ ნაწარმოებთა სიაში შედის ლისტის პირველი საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც მან 1869 წელს ვენაში დაუკრა, იქ მისი სავალალო პრემიერიდან 12 წლის შემდეგ. მისი ერთ-ერთი საკონცერტო ხაზი იყო ნაწარმოები სახელწოდებით რაფსოდია. ეს იყო ლისტის სამი უნგრული რაფსოდიის კომპოზიტი - N2, 6 და 12 - რამდენიმე სხვა ფრაგმენტთან ერთად. ამასთან, სოფი მენტერმა შექმნა სხვადასხვა ნაწარმოები პიანინოსთვის. იგი საკუთარ კომპოზიციურ ნიჭს უწოდებდა „საშინელს“.

პეტრე ჩაიკოვსკი კარგად იცნობდა სოფი მენტერს, მასთან ერთად იყო ავსტრიაში 1892 წლის სექტემბერში. ამ ვიზიტის დროს ჩაიკოვსკი დირიჟორობდა მენტერის უნგრულ ბოშურ მელოდიებს ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის. ასევე, ოთხი თვის შემდეგ წარადგინა კომპოზიტორი ოდესაში გამართულ პრემიერაზე.

სოფი მენტერის კომპოზიციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ნუგეში, Op.10
  • Étude în Sixths, Op.8
  • ეტიუდი, Op.9
  • უნგრული ბოშათა მელოდიები
  • მაზურკა, Op.6
  • პატარა ვალსი, Op.7
  • რომანტიკა, Op.5
  • ტარანტელა, Op. 4 S

სოფიო მენტერისადმი მიძღვნილი ნამუშევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ვიოლონჩელოს სონატა, Op.92 (იოზეფ რაინბერგერი)
  • კონცერტი ფანტასია, Op.56 (პეტრე ჩაიკოვსკი)
  • კონცერტი ეტიუდი No.1, Op.33 (იოზეფ ვინიავსკი)
  • დიდი ვალსი Op.18 (ალექსანდრე ზარზიკი)
  • 10 მაზურკა (ერნესტ მორეტი)
  • 3 ნაწარმოები Op.11 (დევიდ პოპერი)
  • მუსიკალური საღამოები, Op.109 (ანტონ რუბინშტეინი)
  • სუიტა No. 7 ფორტეპიანოსთვის, Op.204 (იოაკიმ რაფი)
  • ვალსი, Op.1 (ვასილი საფელნიკოვი)

სოფი მენტერის კონცერტი თბილისში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წელს სოფი მენტერი საქართველოს დედაქალაქ თბილისსაც ესტუმრა. გაზეთი „დროების“ 63 ნომერში ამასთან დაკავშირებით წერია, რომ:

ვიკიციტატა
„კვირას, თბილისის საზაფხულო თეატრში იყო გამართული კონცერტი ევროპაში გამოჩენილი პიანისტკის სოფ. მენტერისა. ეს განსაცვიფრებელი დამკვრელი აღზრდილია გამოჩენილის პიანისტის და კომპოზიტორის ლისტის ხელმძღვანელობით. არტისტკის დახელონება, თითების გავარჯიშება და განსაცვიფრებელი ძალა და სისწორე დაკვრაში კაცს აოცებს, აშტერებს და დავიწყებაში შეჰყავს. გადასვლა ძლიერის ხმებიდგან, რომლებშიც გამძვინვარებულის ბუნების ჭექა-ქუხილი მოისმის, ნაზს იდუმალებით და სიტკბოებით სავსე ხმებზე, იქამდის კაცის გონების, გამტაცებელია, რომ გამგონი აშკარად გრძნობს თავის თავზე მისს ძალას. კაცს აგონებს, რომ ეს ხმები სადღაც გაუგონია, ოდესმე მათ აუღელვებიათ მისი გული, ჰგრძნობს, რომ ისინი პირ-და-პირ ბუნების ცხოვრებიდგან არიან ამოღებულნი.

ყველაზედ უმეტესად სანაქებო პიანისტკამ დაატკბო მსმენელთა ყური, უკვდავი კომპოზიტორის ლისტის თხზულებებით, მსმენელთა აღტაცებით მიიღეს არტისტკა მენტერი და აღტაცებითვე გააცილეს.

სამწუხაროდ, ამ საღამოს ქართველობა ძალიან ცოტა დაესწრო და ისეთს არტისტკას, როგორიც ეს პიანისტკა არის, ძნელად შეხვდებიან, და ღირსეული ნიჭი კი ჩვენგან უყურადღებოდ არ უნდა რჩებოდეს.“

სიცოცხლის ბოლო წლებში სოფიმ გაყიდა თავისი სახლი და დასახლდა აგარაკზე, გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად მდებარე ქალაქ სტოკდორფში, სადაც მას დიდი ადგილი ჰქონდა შემოღობილი მისი კატების საკეთილდღეოდ. იგი მოცემულ რეგიონში ცნობილი იყო როგორც „კატცენვილა“ ანუ კატების ვილა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Schonberg, 262.
  2. Rieger, 326.