უნგრული რაფსოდია №4
უნგრული რაფსოდია №4, S.244/4 — ფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით მეოთხე რაფსოდია. ლისტმა ნაწარმოები 1847 წელს დაწერა და გამოაქვეყნა 1853 წელს.[1]
ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ხუთი წუთია.[1]
მელოდიების წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს რაფსოდია ლისტის „მადიარ დალოკის“ მეორე ტომის მეშვიდე ნაწარმოების გადაკეთებული ვერსიაა. პირველ ნაწილში ვხვდებით ნელი „ვერბუნკოშის“ მელოდიას უცნობი წარმომავლობით, თუმცა დანარჩენი მელოდიები, უმეტესწილად, ანტალ ჩერმაკის ნამუშევრებიდან მომდინარეობს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უნგრული რაფსოდია №4: ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 უნგრული რაფსოდია ფორტეპიანოსთვის, №4, S. 244/4 (LW A132/4). AllMusic. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
|