უნგრული რაფსოდია №9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნგრული რაფსოდია №9, S.244/9 — ფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით მეცხრე რაფსოდია, რომლის ზედმეტსახელია „Carnival in Pest“ ან „Pesther Carneval“. ნაწარმოები დაიწერა 1847 წელს. მისი შესრულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ათი წუთია.[1]

ლისტმა ეს ნაწარმოები ოთხი ხელისთვისაც დაწერა, ასევე შექმნა ვერსია ვიოლინოსთვის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის.[1]

მელოდიების წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისტმა ამ რაფსოდიისთვის ხუთი სხვადასხვა მელოდია გამოიყენა. პირველ მელოდიას, რომელიც წარმოშობით სავარაუდოდ იტალიიდანაა, ლისტის ხელნაწერებში ვხვდებით. მეორე მელოდია უცნობი კომპოზიტორის მიერ შექმნილი ჩარდაშია. მესამე მელოდიის წარმომავლობა უცნობია. მეოთხე მელოდიის სახელს ლისტის ციტატიდან ვიგებთ — „A kertmegi káposzta“, რომელიც უნგრული ხალხური სიმღერაა. ბოლო მელოდიის სახელწოდება კი არის „Mikor én még legény voltam“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 რობერტ კამინგსი. უნგრული რაფსოდია ფორტეპიანოსთვის, №9 („Carnival in Pest" I & II)“, S. 244/9 (LW A132/9). AllMusic. ციტირების თარიღი: 2012-03-28.