უნგრული რაფსოდია №3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნგრული რაფსოდია №3, S.244/3 — ფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით მესამე რაფსოდია. ამ ნაწარმოებს, ისევე, როგორც ლისტის სხვა ნაწარმოებებს, ადრეული ვერსია აქვს: ანდანტეს მონაკვეთის მელოდიას ვხვდებით მადიარ დალოკის 21 ნაწარმოების კრებულში (1839-1847), კერძოდ, მეთერთმეტეში. ლისტმა მესამე რაფსოდია 1847 წელს დაწერა და გამოაქვეყნა 1853 წელს.[1]

ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ოთხიდან ხუთი წუთია.[1]

მელოდიების წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რაფსოდიის პირველი მონაკვეთი არის ნელი უნგრული „ვერბუნკოში“, მაგრამ მეორე მონაკვეთი წარმოშობით რუმინეთიდანაა.

ეს რაფსოდია ლისტის „მადიარ დალოკის“ მეოთხე ტომის მეთერთმეტე ნაწარმოების გადაკეთებული ვერსიაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 რობერტ კამინგსი. უნგრული რაფსოდია ფორტეპიანოსთვის, №3, S. 244/3 (LW A132/3). AllMusic. ციტირების თარიღი: 2012-02-22.