ტორტოსა (ესპ.Tortosa) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, კატალონიის ავტონომიური გაერთიანებისტარაგონის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე ებროზე, ქალაქ ტარაგონიდან სამხრეთ-დასავლეთით. 33 439 მცხოვრები (2020) წარმოიშვა როგორც დერტოსა, შემდგომში მისი გეგმა შეიცვალა რომაელი მხედართმთავრის სციპიონ აფრიკელის მიერ, იულიუს კეისარმამუნიციპიუმად (ქალაქად) გადააქცია, ხოლო იმპერატორმა ავგუსტუსმა კოლონიური პროვოლეგიები მისცა. მავრების მმართველობის დროს კორდოვის სახალიფოს მნიშვნელოვანი სასაზღვრო ქალაქი და მცირე ხნით მავრთა პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქიც კი იყო. 1148 წელს ტორტოსა დაიპყრო ბარსეონის გრაფმარამონ ბერენგერ IV-მა და მას მაღალი პრივილეგიის ქარტია უბოძა. 1149 წელს მავრების მცდელობა, დაებრუნებინათ ქალაქი, უშედეგო აღმოჩნდა, ძირითადად ქალების მამაცური ბრძოლის გამო. ესპანეთის სამოქალაქო ომის ბოლო პერიოდში (1939) ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, თუმცა უმეტესი ნაწილი შემდეგ აღდგა. მთავარი ღირსშესანიშნაობებია: გოტიკური ტაძარი (1347), ბაროკოს სტილში შესრულებული ფასადით (1705); აღორძინების ხანის სასახლე; შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. ქალაქში არის ტექნიკური სკოლა და ობსერვატორია.[3]
ტორტოსა გადაჰყურებს ვრცელ ვაკეს, სადაც ბრინჯის პლანტაციები, ხეხილის ბაღები, ზეთისხილისა და ნუშის ხეებია გაშენებული. ზეითუნის ზეთი წარმოების ძირითადი პროდუქტია. აწარმოებენ სასუქებს, საპონს, ცემენტს, ფარმაცევტულ პრეპარატებს, თავსაბურავებს, ტრიკოტაჟს; ასევე განვითარებულია ბრინჯის ლეწვა, ხორბლის დაფქვა, ხის ხერხვა.[3]