ტეტეს პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
ტეტეს პროვინცია პორტ. Tete | |
ქვეყანა | მოზამბიკი |
ადმ. ცენტრი | ტეტე |
შიდა დაყოფა | Angónia District, Cahora-Bassa District, Changara District, Chifunde District, Chiuta District, Dôa district, Macanga District, Magoé District, Marávia District, Moatize District, Mutarara District, Tsangano District და Zumbo District |
კოორდინატები | 16°00′00″ ს. გ. 33°00′00″ ა. გ. / 16.00000° ს. გ. 33.00000° ა. გ. |
ფართობი | 100 724 კმ² |
მოსახლეობა | 1 801 528 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 17,89 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]] |
ოფიციალური საიტი | https://www.tete.gov.mz/ |
ტეტეს პროვინცია (პორტ. Tete) — პროვინცია მოზამბიკში.
ტეტეს პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილო-დასავლეთით. მისგან აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და მალავის შორის, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით — სახელმწიფო საზღვარი ზამბიასთან, დასავლეთით — საზღვარი ზიმბაბვესთან. ტეტეს სამხრეთით ესაზღვრება მანიკის, სოფალისა და ზამბეზიის პროვინციები.
პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტეტე (101 984 ადამიანი 1996 წლის მონაცემებით). ტეტეს პროვინცია იყოფა 11 რაიონად და 3 ოლქად. ფართობი — 100 724 კმ². მოსახლეობა — 1 801 528 ადამიანი (2007).
პროვინციის ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტია მოპანეს ტევრი და ბალახიანი მდელოები. ტეტეში მიედინება მდინარე ზამბეზი, რომელიც ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ხელოვნურ ტბას — კახორა-ბასას.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა (მოსახლეობის 3/4-ზე მეტისთვის) არის სოფლის მეურნეობა. წარსულში აქ ძირითადად ბამბა მოჰყავდათ; ამჟამად მისი ადგილი თამბაქომ დაიკავა. მხოლოდ 2003-2006 წლებში თამბაქოს წარმოება პროვინციაში 2-ჯერ გაიზარდა. ტეტეში აგრეთვე არის ქვანახშირის, ბოქსიტის, ოქროს, რკინის, ნიკელის, სპილენძის და სხვა სასარგებლო წიაღისეულების საბადოები.
ტეტეს პროვინცია ძლიერ დაზიანდა მოზამბიკის სამოქალაქო ომის დროს.