კაბუ-დელგადუს პროვინცია
ქვეყანა | ![]() |
სტატუსი | პროვინცია |
მოიცავს | 16 რაიონსა და 3 ოლქს |
ადმინისტრაციული ცენტრი | პემბა |
მოსახლეობა (2007) |
1 632 065 კაცი (5 ადგილი) |
სიმჭიდროვე | 19,75 კაცი/კმ² |
ფართობი | 82 625 კმ² (4 ადგილი) |
![]() |
|
დროის სარტყელი | UTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2 |
კოდი ISO 3166-2 | MZ-P |
კაბუ-დელგადუ (პორტ. Cabo Delgado) — პროვინცია მოზამბიკში.
კაბუ-დელგადუს პროვინცია მოზამბიკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მისგან ჩრდილოეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ტანზანიას შორის. პროვინციის დასავლეთით მდებარეობს ნიასის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნამპულის პროვინცია, აღმოსავლეთით — ინდოეთის ოკეანე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პემბა (141 316 მცხოვრები 2006 წლის მონაცემებით). ფართობი — 82 625 კმ². მოსახლეობა — 1 632 065 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული თვალსაზრისით კაბუ-დელგადუ იყოფა 16 რაიონად და 3 ოლქად. პროვინცია ძირითადად დასახლებულია მაკუასა და მაკონდეს ხალხებით.
მოზამბიკის დამოუკიდებლობის ომის წლებში კაბუ-დელგადუ ძირითადი ბაზა იყო ფრელიმოს პარტიზანებისთვის, რომლებიც დახმარებას იღებდნენ ტანზანიიდან.
კაბუ-დელგადუს პროვინციას მიაკუთვნებენ კვირიმბასის არქიპელაგს, რომელიც 2008 წლიდან დასახელებულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის კანდიდატად. არქიპელაგის მთავარი ქალაქი იბო (დაახ. 3,5 ათასი მცხორვრები) 1761-1929 წლებში კაბუ-დელგადუს კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო (შემდეგ დედაქალაქი გადაიტანეს პორტ-ამელიაში, ახლა — პემბა). იბოში შემონახულია პორტუგალიური ფორტი სან-ჟუანი და კოლონიალური ადმინისტრაციის დროინდელი ნაგებობები.
პროვინციის რაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანკუაბის რაიონი
- ბალამის რაიონი
- ჩიურის რაიონი
- იბოს რაიონი
- მაკომიის რაიონი
- მეკუფის რაიონი
- მელუკუს რაიონი
- მოსიმბოა-და-პრაიას რაიონი
- მონტეპუეზის რაიონი
- მუედის რაიონი
- მუიდუმბის რაიონი
- ნამუნუს რაიონი
- ნანგადის რაიონი
- პალმის რაიონი
- პემბა-მეტუჟის რაიონი
- კისანგის რაიონი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|