ტერეზა ბრიუერი
ტერეზა ბრიუერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 7 მაისი, 1931 |
დაბ. ადგილი | ტოლედო, ოჰაიო, აშშ |
გარდ. თარიღი | 17 ოქტომბერი, 2007 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-როშელი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, ქანთრი, ჯაზი, რიტმ-ენდ-ბლუზი |
საქმიანობა | მუსიკოსი |
აქტიური | 1949 - 1999 |
საიტი | teresafans.org |
ტერეზა ბრიუერი ვიკისაწყობში |
ტერეზა ბრიუერი (ინგლ. Teresa Brewer; დ. 7 მაისი, 1931, ტოლედო, ოჰაიო, აშშ — 17 ოქტომბერი, 2007, ნიუ-როშელი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი. მას ჩაწერილი აქვს პოპის, ქანთრის, ჯაზსა და R&B-ის ჟანრის კომპოზიციები. ის იყო 1950-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ქალი მომღერალი. მას ჩაწერილი აქვს თითქმის 600 სიმღერა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიუერი დაიბადა ტოლედოში, ოჰაიო.[1] მისი მამა, ლუდვიგ ბრიუერი, მუშაობდა Libbey Owens Company-ში, ხოლო დედა, ჰელენ ბრიუერი, დიასახლისი გახლდათ. მამა წარმოშობით გერმანელი იყო, ხოლო დედა პოლონელი. მუსიკოსის ოჯახი კათოლიკე იყო და შესაბამისად, ბიუერი დიდ დროს ატარებდა ეკლესიაში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2 წლის ასაკში მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო The Uncle August Kiddie Show-ში და მალევე მოიპოვა პოპულარობა. 7 წლის ასაკში ბრიუერი გამოჩნდა The Major Bowles Amateur Hour-ში. მუსიკოსი 1947 წელს დეიდასთან ერთად ნიუ-იორკში წავიდა და ღამის კლუბებში სიმღერა დაიწყო. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე, ბილ მონაჰანი. მალევე მან კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან - London Records. 1949 წელს მან ჩაწერა სიმღერა „Copenhagen“. მან მალევე გამოუშვა სიმღერის მეორე ნაწილი „Music! Music! Music!", რომელი ჩარტების სათავეში მოხვდა და მისი მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მუსიკოსის კიდევ ერთი სიმღერა, „Choo'n Gum", მოხვდა ჩარტების ტოპ 20-ში 1950 წელს.
1951 წელს ბრიუერმა შეიცვალა ლეიბლი და გადავიდა Coral Records-ში. 1952 წელს მუსიკოსმა ჩაწერა დუეტი, „You'll never Get Away", დონ კორნელთან ერთად. მან 1953 წელს გამოუშვა თავისი ყველაზე გაყიდვადი ჰიტი „Till I Waltz Again with You". 1950-იანი წლების შუა ხანებში მან ჩაწერა რიტმ-ენდ ბლუზის ჟანრის სიმღერების ქავერები, როგორებიცაა „Pledging My Love" და „Tweedle Dee". მან ასევე ჩაწერა რამდენიმე ქანთრი სიმღერა, მათ შორის „Jilted", „I Gotta Go Get My Baby" და „Let Me Go, Lover!". „Teresa Brewer Showcase" იყო მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, რომელიც მან London Records-ის ლიცენზიის ქვეშ გამოუშვა. მუსიკოსი გამოჩნდა 1977 წელს The Muppet Show-ში, ხოლო 1993 წელს The Statler Brothers Show-ში. 1953 წელს მუსიკოსმა ითამაშა მიუზიკლში „The Redheads from Seattle“. ამასთანავე, ის გამოჩნდა ისეთ სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა The Muppet Show და Sha Na Na.[2]
მუსიკოსმა გამოუშვა ახალი სიმღერა „Danny's Song" 1972 წელს. მოგვიანებით, ბრიუერმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ბობ ტიელის Amsterdam label-თან და 1980-იან და 1990-იან წლებში გამოუშვა ჯაზ სიმღერები. მან ასევე ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ ჯაზ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიცაა გრაფი ბეისი, დიუკ ელინგტონი, დიზი გილესპი, ერლ ჰაინსი, სვენდ ასმუსენი და ბობი ჰეკეტი. მის კარიერაში ბოლო ჩანაწერი იყო Softly I Swing (ლეიბლი Red Baron Records, 1992), რომლის პროდიუსერი იყო Thiele. ალბომში შედიოდა კოლაბორაციული ნამუშევრები შემდეგ მუსიკოსებთან ერთად: დევიდ მიურეი, რონ კარტერი, კენი ბარონი და გრეიდი ტეიტი. მან ასევე გამოუშვა სხვადასხვა კოლაბორაციული ნამუშევარი ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მათ შორის: კლარკ ტერი, ნიკოლას პეიტონი, რუბი ბრაფი, ფრედი ჰაბარდი, უინტონ მარსალისი, როი ჰარგროუვი, სვიტს ედისონი, ლიუ სოლოფი, ტერენს ბლანჩარდი, იანკ ლოუსონი, რედ როდნი და დიზი გილესპი.[3]
მუსიკოსის პროდიუსერი, Thiele, გარდაიცვალა 1996 წელს, რის შემდეგაც ბრიუერმა შეწყვიტა კომპოზიციების ჩაწერა და გამოშვება. საერთო ჯამში, მას ჩაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა.
პერსონალური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერეზა დაქორწინდა უილიამ „ბილ“ მონაჰანზე 1949 წელს. წყვილს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, კეიტლინი, სუზანი, მეგანი და მიშელი. ტერეზა და უილიამი დაშორდნენ 1972 წელს.[4][5]
დამსახურებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხმისჩამწერ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, ტერეზა ბრიუერს აქვს ვარსკვლავი გახსნილი ჰოლივუდის დიდების ხეივანში, 1708 ვაინის ქუჩაზე. 2007 წელს იგი შეიყვანეს ჰიტ-პარადის დიდების დარბაზში.
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიუერი გარდაიცვალა 76 წლის ასაკში ნეირომუსკულური დაავადებით, პროგრესირებადი სუპრაბირთვული დამბლით, საკუთარ სახლში, ნიუ-როშელში, ნიუ-იორკში.[6] მისი დაკრძალვა გაიმართა ნიუ-როშელში.[7] მუსიკოსის ნეშტი მის ქალიშვილს გადაეცა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Obituary: Teresa Brewer“. The Independent. October 19, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-11.
- ↑ Garlen, Jennifer C.; Graham, Anissa M. (2009) Kermit Culture: Critical Perspectives on Jim Henson's Muppets. McFarland & Company, გვ. 218. ISBN 978-0786442591.
- ↑ "Memories of Louis" review. Allmusic.com. Retrieved October 22, 2014.
- ↑ Teresa Brewer Center/Life. Teresafans.org. ციტირების თარიღი: February 17, 2013
- ↑ Teresa Brewer, 76; 1950s pop singer who transitioned to jazz. Articles.latimes.com (October 19, 2007). ციტირების თარიღი: February 17, 2013
- ↑ Nelson, Valerie (October 19, 2007). „Teresa Brewer, 76; 1950s pop singer“. Obituaries. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: June 26, 2009.
- ↑ Wilson, Scott (August 19, 2016). Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3d ed.. McFarland. ISBN 9781476625997.