თან ჭუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტან ჟონგი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თან ჭუნგი
Tan Zhongyi (29517169160) (cropped).jpg
თან ჭუნგი
ქვეყანა (სპორტი) ჩინეთის დროშა ჩინეთი
ეროვნება ჩინელი
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1991 (1991-03-29) (30 წლის)
დაბადების ადგილი ჩუნცინი, ჩინეთი
წოდება დიდოსტატი (2017)
ფიდე რეიტინგი 2510 (თებერვალი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2530 (აგვისტო 2018)

თან ჭუნგი (ჩინ. 谭中怡; დ. 29 მაისი, 1991, შანხაი, ჩინეთი) — ჩინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, ქალთა შორის მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი. ტიტულს 2017-2018 წლებში ფლობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა შორის მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი თან ჭუნგი 1991 წლის 29 მაისს, ქალაქ ჩუნცინში დაიბადა. ჭადრაკის თამაში პატარაობიდან დაიწყო და 9 წლისამ პირველი წარმატებაც მოიპოვა, 10 წლამდელ გოგონებში პლანეტის ჩემპიონი გახდა. იგივე შეჯიბრში ოქროს მედალი მომავალ წელს 2001-შიც მოიგო. ჩემპიონობა არ მომდევნო წელს გაუშვა ხელიდან და ამჯერად ოქრო 12 წლამდელებში აიღო. 2008 წელს 17 წლისამ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. სადაც რეიტინგით 64 მონაწილეს შორის 37-ე იყო. პირველ მატჩში ინდოეთის სახელით მოასპარეზე ტანია საჩდევი დაამარცხა 1,5:0,5, თუმც მეორეში გამოცდილ შვედ პია კრამლინგთან წააგო 0,5:1,5. იმავე წელს ჩინეთის ნაკრების შემადგენლობაში, ქალთა ოლიმპიადაზეც გამოვიდა, თუმც სათადარიგო იყო. 2011-ში უკვე პირველი ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა, მეოთხე დაფაზე იჯდა და ოქროც აიღო. თანს არც აქ შეურცხვენია თავი და ნადავლს ინდივიდუალური ოქროც შემატა. კვლავ მცირე ოქრო მოიპოვა 2013-ში, ამჯერად მესამე დაფაზე, ნაკრებმა კი ვერცხლი მოიგო. 2015-ში მეორე დაფაზე აინაცვლა და გუნდური ბრინჯაო აიღო. 2011-ში ზაფხულის უნივერსიადაზე ჩინურ შენჯენში ოქროს მედალი პირადულში და ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვა. 2013-ში ყაზანში მხოლოდ ბრინჯაოს შესწვდა პირადულში, გუნდურში კი კვლავ ოქრო ერგო. პირველი ადგილი აიღო გიმარაიში 2012 წლის მსოფლიოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში. 2013-ში ჩინურ უსიში გამართულ მესამე “მასტერსში” იმარჯვა. 9 პარტიიდან 6,5 ქულა დააგროვა და 1,5 ქულით ჩამოიტოვა ვალენტინა გუნინა და ჰუან ციანი. 2014-ში აზიის ბლიცის პირველობა მოიგო.[1] მომდევნო წლის მაისში ოქროს მედალი უკვე ქვეყნის ჩემპიონატში მოიპოვა. შემდეგ თვეში კვლავ იყოჩაღა ჩინურ მასტერსზე, 9 პარტიიდან 7 ქულა ააგროვა და ლეი ტინცზის 2 ქულით აჯობა. აგვისტოში ალ აინში აზიის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში მოიგო. დეკემბერში პირველ “ჩინეთის დედოფლების მატჩში”, ფინალში გავიდა, სადაც ძიუ ვენძიუნთან დაძაბულ ბრძოლაში, არმაგედონის მატჩში იმარჯვა.

მეოთხე დაფაზე იჯდა 2014 და 2016 წლის ოლიმპიადებზე, სადაც გუნდური ვერცხლი და ოქრო მოიგო. 2016-ში საკუთარ დაფაზე თანი საუკეთესო გახდა, 7 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალური ოქროც მოიპოვა.[2]

2016 წლის ოლიმპიადაზე თან ჭუნგის ოქროს მედლით აჯილდოვებენ

თანმა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზეც იასპარეზა. 2009-ში 18 წლის მოჭადრაკე, ჩინეთის მეორე ნაკრების შემადგენლობაში პირველ დაფაზე გამოვიდა და პირადული ოქროც მოიგო, თუმც ნაკრებმა მე-9 ადგილი აიღო, პირველზე კი ჩინელთა პირველი გუნდი გავიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის, თებერვალში თეირანში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-9 იყო. თამაშები ნოკაუტ-სისტემით გაიმართა, ხოლო საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარი იყო. პირველ შეხვედრაში ამერიკის სახელით მოასპარეზე, საბინა ფოისორი 1,5:0,5 ჩამოიშორა გზიდან. მძიმე ბრძოლა გადაიტანა მომდევნო შეხვედრაში უკრაინელ ანა უშენინასთან. ძირითადი შეხვედრა და ტაი-ბრეიკებიც ყაიმით დასრულდა 4:4. გადამწყვეტ შეხვედრაში არმაგედონის პარტიაში შავები ერგო, სასურველ ყაიმს გამორჩა და მეთექვსმეტედფინალშიც გავიდა, სადაც ინდუსი რადმინი რუტი დააამარცხა 3,5:2,5. მეოთხედფინალში ტურნირის პირველი ნომერი თანამემულე ძიუ ვენძიუნი შეხვდა, რომლის ბარიერიც იოლად 1,5:0,5 დასძლია და ნახევარფინალში ინდოელ ჰარიკა დრონავალს დაუპირისპირდა. ძირითადი და ტაი-ბრეიკები აქაც ყაიმით დასრულდა, არმაგედონში კვლავ შავები ერგო ჩინელს და ფინალში გადასავლელად ყაიმიც ჰყოფნიდა, თუმც მოგებაზე ითამაშა და საბოლოოდ 5:4 იმარჯვა. ფინალში უკრაინელი ანა მუჟიჩუკი შეხვდა. ჭუნგმა პირველი პარტია შავებით ყაიმით დაასრულა, მეორე კი მოიგო და დაწინაურდა. მესამეში თეთრებით მუჟიჩუკმა გაათანაბრა, მეოთხე კი ყაიმით დაასრულა და ბრძოლა ტაი-ბრეიკებში გაგრძელდა. ჩინელმა პირველი სწრაფი პარტია შავებით კვლავ ყაიმით დაასრულა, მეორე კი მოიგო და ჩემპიონიც გახდა. გამარჯვებულმა საპრიზო ფონდიდან 60 ათასი დაიმსახურა და დიდოსტატის წოდებაც მიიღო. [3]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6
1 თან ჭუნგი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 1 0 = = 1 3,5
2 ანა მუზიჩუკი დროშა: უკრაინა უკრაინა = 0 1 = = 0 2,5

ტიტულის დასაცავად მომდევნო წელს ქალთა გრან-პრის გამარჯვებულ თანამემულე ვენძიუნს დაუპისპირდა.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 2-20 მაისი
ჩინეთი: შანხაი (2-9 მაისი), ჩუნცინი (11-20 მაისი)
საპრიზო ფონდი 200 000 €, გამარჯვებულს 60%, დამარცხებულს 40 %. ტაი-ბრეიკის შემთხვევაში (55%, 45%)
თამაშების რაოდენობა 10 პარტია, ყაიმის შემთხვევაში ტაი-ბრეიკი პირველი 5 პარტია შანხაიში ჩატარდა. პირველი ჭუნგმა თეთრებით ყაიმით დაასრულა, თუმც შემდეგ ზედიზედ ორი წააგო, თეთრებით და შავებით. მეოთხე თეთრებით მოიგო, მაგრამ მეხუთე ასევე თეთრებით წააგო და პირველი წრე 1:3 ანგარიშით დაასრულა. სამი დღის შემდეგ მატჩი ჩუნცინში გაგრძელდა. ჭუნგმა შავებით მოგებით დაიწყო, თუმც შემდეგ დარჩენილი ოთხი პარტია ყაიმით დაასრულა, საბოლოო 4,5:5,5 დააფიქსირა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ძიუ ვენძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 1 1 0 1 0 = = = = 5,5
2 თან ჭუნგი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 0 0 1 0 1 = = = = 4,5

იმავე წლის ნოემბერში ხანტი-მანსიისკში მსოლფიოს ჩემპიონატში ჩაება, რომელიც 64 მონაწილეს შორის ნოკაუტ-სისტემით გაიმართა. ექს-ჩემპიონი მე-8 ნომრად იყო განთესილი და პირველივე წრეში თანამემამულე სუნ ფანგხუეი გამოთიშა ასპარეზობას 1.5:0,5, თუმც მეორე წრეში უზბეკ გულრუხბეგიმ ტოხირჯონოვასთან დამარცხდა 1,5:2,5.
2019-ში, მოსკოვში ბლიცში, ქალთა შორის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, [4] 2020 წელს კი გიბრალტარის მასტერსზე საუკეთესო ქალის პრიზი მიიღო.

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭუნგი ქალაქ ჩუნცინში, „China Mobile“-ის საჭადრაკო კლუბში გამოდის, რომელიც ჩინეთის საჭადრაკო ლიგაში (CCL) ასპარეზობს.
ფიდეს რეიტინგში მაქსიმალური პუნქტი 2016 წლის მარტში ჰქონდა 2518.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს უნივერსიტეტი დაასრულა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. Asian Blitz Chess Championships.
  2. [2]. USA AND CHINA WINNERS OF 42ND CHESS OLYMPIAD.
  3. [3]. Tan Zhongyi is the Women World Chess Champion!.
  4. [4]. World Blitz Chess Championship.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]