ტამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამია

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტამია მერილინ ვაშინგტონ ჰილი
დაბ. თარიღი 9 მაისი, 1975 (1975-05-09) (48 წლის)
დაბ. ადგილი უინძორი
წარმოშობა უინძორი, ონტარიო, კანადა
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, გოსპელი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1994 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი tamiaworld.com
ტამია ვიკისაწყობში

ტამია მერილინ ვაშინგტონ ჰილი (ინგლ. Tamia Marilyn Washington Hill; დ. 9 მაისი, 1975, უინძორი, ონტარიო, კანადა) — კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. 1994 წელს კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Warner Bros. Records. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა 1998 წელს. ამის შემდეგ დადო კონტრაქტი Elektra Records-თან და გამოუშვა ალბომები A Nu Day (2000) და More (2004). მუსიკოსის რამდენიმე სინგლი მოხვდა პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ ჩარტებში, მათ შორის „So Into You", „Stranger in My House", „Imagination", „Into You" და „Missing You".

Elektra Records-დან წამოსვლის შემდეგ მუსიკოსმა დააფუძნა თავისი ლეიბლი Plus One Music Group, Def Jam Recordings-თან და eOne Music-თან ერთად. 2015 წელს გამოუშვა მეექვსე ალბომი Love Life. ნამუშევარი ბილბორდის საუკეთესო R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა.

მუსიკოსს მიღებული აქვს გრემის ექვსი ნომინაცია, ასევე Soul Train Music Award, Source Award და ოთხი Juno Awards. 1999 წლიდან დაქორწინებულია ყოფილ კალათბურთელ გრანტ ჰილზე. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. მუსიკოსს 2003 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ის არის გაფანტული სკლეროზის ეროვნული საზოგადოების (NMSS) ადვოკატი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტამია დაიბადა 1975 წლის 9 მაისს, უინძორში, ონტარიო. ის მუსიკით პატარაობიდანვე დაინტერესდა. 6 წლის ასაკში მღეროდა ეკლესიაში, ხოლო 12 წლის ასაკში იმღერა მიუზიკლში. შემდეგ სწავლა დაიწყო უოკერვილის ხელოვნების ცენტრში. მან მოიგო კანადის YTV ვოკალური მიღწევების ჯილდო 1993 წელს. 1994 წელს იგი შეხვდა ბრენდა რიჩის. მან ტამიას ლაიონელ რიჩი გააცნო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Warner Bros. Records. ტამიამ კვინსი ჯონსისთვის დაწერა სიმღერა სახელწოდებით „You Put a Move on My Heart". სიმღერა მოხვდა აშშ-ს Billboard Hot R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტის საუკეთესო ოცეულში. სიმღერამ მიიღო გრემის ნომინაცია საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულების კატეგორიაში.[1] 1997 წელს ტამიამ ითამაშა ფილმში, სახელწოდებით „Speed 2: Cruise Control“.[2] ის ასევე გამოჩნდა რამდენიმე სატელევიზიო შოუში. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა თავის პირველ ალბომზე რამდენიმე ცნობილ პროდიუსერთან. ალბომი გამოვიდა 1998 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა კრიტიკოსთა დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, ის კარგად გაიყიდა.[3] ნამუშევარი ნომინირებული იყო რამდენიმე Juno Awards-ზე კანადაში.[4]

ტამია 1998 წელს

ამის შემდეგ გამოუშვა კომპოზიცია ერიკ ბენეტთან ერთად, რამაც მუსიკოსს მოუტანა გრემის კიდევ ერთი ნომინაცია. მოგვიანებით დადო კონტრაქტი Elektra Records-თან და გამოუშვა თავისი მეორე ალბომი სახელწოდებით „A Nu Day“.[5] ნამუშევარმა მიიღო ნომინაცია Juno Award-ზე.[6]

2003 წელს ტამიამ ჩაწერა სიმღერა რეპერ Fabolous-თან ერთად. 2004 წელს გამოუშვა თავისი მესამე ალბომი „More“. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება ვერ დაიმსახურა, ის საკმაოდ კარგად გაიყიდა და მოხვდა ჩარტებში.[7] მალევე მუსიკოსმა ტურნე გამართა.

2005 წელს მუსიკოსმა შექმნა საკუთარი ლეიბლი და გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „Between Friends“. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 66-ე ადგილზე გავიდა. 2009 წლის ნოემბერში მუსიკოსის კომპილაციური ალბომი, Greatest Hits, გამოვიდა სამხრეთ აფრიკაში.[8] 2012 წელს გამოუშვა მეხუთე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Beautiful Surprise.[9] ნამუშევარმა 55-ე გრემის დაჯილდოებაზე მიიღო ორი ნომინაცია შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა და საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი.[10]

2014 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Def Jam Recordings და გამოუშვა მეექვსე ალბომი სახელწოდებით „Love Life“.[11][12] ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და მოხვდა ჩარტებში. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 24-ე ადგილზე გავიდა და გაიყიდა მისი 16000 ეგზემპლარი პირველივე კვირაში. ასევე, ნამუშევარი მოხვდა ბილბორდის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომების სათავეში, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ტოპ R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში. 2018 წელს გამოუშვა თავისი მეშვიდე ალბომი „Passion Like Fire“.[13][14] ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 145-ე ნომერზე გავიდა, ხოლო ბილბორდის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომების ჩარტში მე-17 ადგილზე აღმოჩნდა.[15]

2023 წელს ტამიას მიენიჭა მუსიკის საპატიო დოქტორის ხარისხი მორის ბრაუნის კოლეჯში ატლანტაში, ჯორჯია.[16]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tamia (1998)
  • A Nu Day (2000)
  • More (2004)
  • Between Friends (2006)
  • Beautiful Surprise (2012)
  • Love Life (2015)
  • Passion Like Fire (2018)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Complete List of Nominees. Los Angeles Times (January 8, 1998). ციტირების თარიღი: July 22, 2018
  2. Quincy Jones Introduces Singer Tamia On New Album. Jet (November 13, 1995). ციტირების თარიღი: June 28, 2015
  3. Verna, Paul (May 16, 1998). „Reviews & Previews“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: July 22, 2018.
  4. McCann, Mike (March 7, 1999). „Live Reviews: 1999 Juno Awards“. Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 29, 2000. ციტირების თარიღი: July 22, 2018.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
  5. Hall, Rashaun (October 7, 2000). „Being A Diva Becomes Elektra Artist Tamia“. Billboard. ციტირების თარიღი: June 28, 2015.
  6. Bliss, Karen (July 22, 2018). „Furtado Tops Junos“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2007. ციტირების თარიღი: September 4, 2006.
  7. Caulfield, Keith (October 29, 2003). „Ask Billboard“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: July 22, 2018.
  8. Tamia - Greatest Hits (CD) - Music. TAKE2 (November 2, 2009). ციტირების თარიღი: March 2, 2011
  9. Santiago, Karinah (June 6, 2012). „Chart Juice: Slaughterhouse Debuts at No. 1 on R&B/Hip-Hop Albums, Tamia Returns“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: July 22, 2018.
  10. Moraski, Lauren. (November 26, 2012) Soul Train Awards 2012 honor New Edition, Beyonce. CBS News. ციტირების თარიღი: July 22, 2018
  11. Mitchell, Gail (August 22, 2014). „Tamia Signs With Def Jam Ahead of New Album“. Billboard. Billboard.com. ციტირების თარიღი: February 20, 2015.
  12. Interview: Tamia Talks New Album "Love Life", Recording it in 10 Days, Keeping Her Music Classy. YouKnowIGotSoul.com. ციტირების თარიღი: April 28, 2018
  13. Tamia Interview: New Album "Passion Like Fire", New Single "Leave it Smokin", Motivation for New Music (May 19, 2018). ციტირების თარიღი: August 5, 2018
  14. Porter, Lauren. (July 24, 2018) The Sweetest Exclusive: Tamia Premieres New 'Today I Do' Music Video. ციტირების თარიღი: August 5, 2018
  15. Light, Elias (September 10, 2018). „Review: Tamia's 'Passion Like Fire' Needs More Spark“. Billboard. ციტირების თარიღი: September 18, 2018.
  16. Samuels, Keithan (May 21, 2023). „Tamia Receives Honorary Doctorate From Morris Brown College“. ratedrnb.com. ციტირების თარიღი: June 22, 2023.