ტავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტავრი
ტავრი
ტავრი
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 33° ა. გ. / 37° ჩ. გ. 33° ა. გ. / 37; 33
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული კილიკია
უმაღლესი წერტილი დემირქაზიქი
სიმაღლე 3756 
სიგრძე 1000 კმ
ტავრი — თურქეთი
ტავრი

ტავრი, ტოროსი (თურქ. Toros Dağları) — მთათა სისტემა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ 1000 კმ-ზე. ტავრის ჩრდილო-აღმოსავლეთ გაგრძელებაა ანტიტავრი. ცენტრალური ტავრის სიმაღლე 3756 მ აღწევს (მთა დემირქაზიქი). დამახასიათებელია ალპური რელიეფი, არის ძველი გამყინვარების ნიშნები, დასავლეთ ნაწილში კარსტული ლანდშაფტია. ტავრი ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. აგებულია კლისტალური ფიქლებითა და მეტამორფული ქანებით. სამხრეთ კალთები ძლიერ ნოტიოა. ნალექები 1000-3000 მმ წელიწადში. 800-1000 მ სიმაღლემდე შემოსილია მაკვისით, ზევით მუხისა და კვიპაროსის ტყეებია, უფრო ზევით, 2200-2400 მ-მდე — ფიჭვის, ნაძვისა და სოჭის ტყეები. ჩრდილოეთ კალთებზე გავრცელებულია სტეპი, ნალექები 300-400 მმ წელიწადში. ტავრის აღმოსავლეთ ნაწილში — მთის სტეპი და ნახევარუდაბნოებია. ტავრს ჭრის კილიკიის კარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტავრი&oldid=3519281“-დან