სხაპაჭი
იერსახე
სხაპაჭი | |
---|---|
კოორდინატები: 43°11′09″ ჩ. გ. 41°14′43″ ა. გ. / 43.186028° ჩ. გ. 41.245528° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2238 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სხაპაჭი[1][2] — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარეების კელასურისა და ამტყელის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2238 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია წიფლისა და მუქწიწვიანი ტყით, უფრო მაღლა სუბალპური მდელოებია. სხაპაჭის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მთა მცირე სხაპაჭი (1803 მ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 628.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 160.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 96.