საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სამსახურის ლოგო

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სსდს) — საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისის № 124 განკარგულებით საქართველოს უშიშროების სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქუთათელაძე. 1994 წლის 4 აგვისტოს № 45 ბრძანებულებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის ფუნქციები გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო სამსახურს. 1994 წლის 13 ნოემბრის № 231 განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს ნება დაერთო ყოველწლიურად 100 წვევამდელი გაეწვია. 1996 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, რის შედეგადაც სამთავრობო დაცვის სამსახურს ეწოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.[2]

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 დეკემბრის № 709 ბრძანებულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიქმნა საქართველოს მილსადენის კომპანიისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო. 2013 წლის 28 მარტის საქართველოს მთავრობის № 71 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებით, განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები:[2]

  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტი;
  2. სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
  3. პირადი დაცვის დეპარტამენტი;
  4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;;
  5. ოპერატიული დეპარტამენტი;
  6. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
  7. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
  8. ეკონომიკური დეპარტამენტი;
  9. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი;
  10. კადრების მთავარი სამმართველო;
  11. ესკორტირების მთავარი სამმართველო;
  12. სამედიცინო მთავარი სამმართველო;
  13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  15. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სდსს ვეტერანთა კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ყოფილ სამხედრო მოსამსახურეების (ვეტერანები) საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი „სდსს ვეტერანთა კავშირი“.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (20 თებერვალი, 1996). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  2. 2.0 2.1 სამსახურის ისტორია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ssps.gov.ge. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  3. სდსს ვეტერანთა კავშირი. sspsveterans.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021