მანგოსტანი
იერსახე
მანგოსტანი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მანგოსტანის ნაყოფი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Garcinia mangostana | ||||||||||||||
|
მანგოსტანი, მანგუსტანი (ლათ. Garcinia mangostana) — ტანდაბალი ორსახლიანი ხე კრაზანასებრთა ოჯახისა. აქვს ტყავისებრი ხეშეში მუქი მწვანე ფოთლები, მოვარდისფრო ყვავილები და მოწითალო ან მოყავისფრო-იისფერი მომჟავო-ტკბილი და სურნელოვანი ნაყოფი.
მისი სამშობლოა მალაკის ნახევარკუნძული და მალაის არქიპელაგი. კულტივირებულია მთელ ტროპიკულ აზიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 404.