ზორან მილანოვიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
 
== ბიოგრაფია ==
ზორან მილანოვიჩი დაიბადა [[1966]] წლის 30 ოქტომბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. დაასრულა [[ზაგრების უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტი. სასწავლებისსასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ზაგრებში მოსამართლედ, ხოლო [[1993]] წლიდან ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ერთი წლის შემდეგ იგი [[ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია|ეუთოს]] ხაზით მუშაობდა [[მთიანი ყარაბაღი|მთიან ყარაბაღში]]. [[1996]] წელს გახდა [[ევროპის კავშირი]]სა და [[ნატო]]ს ხორვატიის მისიის მრჩეველი [[ბრიუსელი|ბრიუსელში]]. იქვე დაასრულა ასპირანტურა. [[1999]] წელს დაუბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.
 
ამავე პერიოდში მილანოვიჩმა დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. [[1999]] წელს გაწევრიანდა [[ხორვატიის კომუნისტთა კავშირი]]ს ბაზაზე ჩამოყალიბებულ [[ხორვატიის სოციალ-დემოკრატიული-პარტია|სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში]]. პარტიის [[2000]] წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში [[ნატო]]სთან თანამშრომლობას კურირებდა. სამი წლის შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის [[ტონინო პიცული]]ს მრჩეველი. [[2003]] წელს საპარლამენტო არჩევნებში ხორვატიის დემოკრატიული თანამშრომლობის გამარჯვების შემდეგ მილანოვიჩი ტოვებს თანამდებობას.
 
[[2004]] წელს აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ხოლო ორი წლის შემდეგ მცირე ხნით გახდა პარტიის პრეს-მდივანი. პარტიის ლიდერის [[ივიცა რაჩანი]]ს გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად. პარტიის რეიტინგნმარეიტინგმა სწრაფი ზრდა დაიწყო და [[2007]] წლის არჩევნებში გახდა უმსხვილესი ოპოზიციური ძალა.
 
[[2011]] წლის 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობით შექმნილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მიიღო მანდატების უმრავლესობა. შესაბამისად 23 დეკემბერს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
 
[[2019]] წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. ორი ტურის შემდეგშედეგად დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი [[კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი]] და გახდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. თანამდებობას დაიკავებს [[2020]] წლის 19 თებერვალს.
 
== ოჯახი ==

სანავიგაციო მენიუ