შინაარსზე გადასვლა

ვლატკო პავლეტიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლატკო პავლეტიჩი
ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი, 1995 – 2 თებერვალი, 2000
წინამორბედინადელკო მიხანოვიჩი
მემკვიდრეზლატკო ტომჩიჩი

ხორვატიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 1999 – 2 თებერვალი, 2000
წინამორბედიფრანიო ტუჯმანი
მემკვიდრეზლატკო ტომჩიჩი

დაბადებული2 დეკემბერი, 1930
ზაგრები, იუგოსლავიის სამეფო
გარდაცვლილი19 სექტემბერი, 2007
ზაგრები, ხორვატია

ვლატკო პავლეტიჩი (ხორ. Vlatko Pavletić; დ. 2 დეკემბერი, 1930 — გ. 19 სექტემბერი, 2007) — ხორვატიელი პოლიტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესეისტი.

დაიბადა 1930 წლოის 2 დეკემბერს ზაგრებში, იუგოსლავიის სამეფოში. 1955 წელს დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1972 წელს იჯდა ციხეში ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის ბრალდებით.

1990-1992 წლებში განათლების, კულტურის, ტექნოლოგიებისა და სპორტის მინისტრია. 1992 წელს აირჩიეს პარლამენტში. 1995-2000 წლებში პარლამენტის თავმჯდომარეა.

1999 წლის 26 ნოემბერს მძიმედავადმყოფმა ტუჯმანმა გადააბარა პრეზიდენტის ფუნქციები. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 10 დეკემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. 2000 წლის 2 თებერვალს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ასევე პრეზიდენტის მოვალეობები გადააბარა ზლატკო ტომჩიჩს.

2004 წლიდან არ მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2007 წელს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]