საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 42: | ხაზი 42: | ||
==გამოცემის თარგი ვიკიპედიაში== |
==გამოცემის თარგი ვიკიპედიაში== |
||
ქართულ ვიკიპედიაში, გამოყენებულ ლიტერატურასა და სქოლიოებში, გამოიყენება სპეციალურად „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობისთვის“ შექმნილი თარგი |
ქართულ ვიკიპედიაში, გამოყენებულ ლიტერატურასა და სქოლიოებში, გამოიყენება სპეციალურად „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობისთვის“ შექმნილი თარგი — {{თ|სძა}}. |
||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
05:15, 16 თებერვალი 2019-ის ვერსია
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ან სძა — სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის მრავალტომიანი გამოცემა. წიგნის გამოცემა გადაწყდა 1970 წლის 10 ივლისს მიღებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების — „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მომზადების შესახებ“ — მიხედვით. გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ.
გამოცემის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უკლებლივ ყველა ძეგლის მეცნიერული შესწავლა და მათი დოკუმენტაციის შექმნა, რომლებიც ამჟამად აყვანილია აღრიცხვაზე, დაცულია ან მომავალში იქნება აღრიცხული და დაცული სახელმწიფოს მიერ.
№ | გამ. წელი | აღწერილი რეგიონი | რეგიონის რუკა | სარედაქციო კოლეგია | წიგნის გარეყდა |
---|---|---|---|---|---|
5 | 1990 | შიდა ქართლი (გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის და ხაშურის რაიონები) | ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), უ. სიდამონიძე, გ. ცქიტიშვილი | ||
2 | 2008 | აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ახმეტის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონები) | თ. დვალი (ხელმძღვანელი), კ. კახაძე, ალ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე | ||
1-I | 2013 | კახეთი (გურჯაანის, დედოფლისწყაროს და ყვარლის მუნიციპალიტეტები) | თ. დვალი (ხელმძღვანელი) | ||
1-II | 2015 | კახეთი (თელავის მუნიციპალიტეტი) | თ. დვალი (ხელმძღვანელი) |
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მე–5 და მე–2 წიგნებისათვის რედაქციასთან თანამშრომლობდნენ და მასალები მოამზადეს:
- ისტორიის ძეგლებზე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციისა და ძეგლთა ნუსხის განყოფილებამ.
- არქეოლოგიის ძეგლებზე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ო. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხის განყოფილებამ.
- არქიტექტურისა და მონუმენტური ხელოვნების ძეგლებზე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქართველოს ძეგლთა აღწერილობის განყოფილებამ.
გამოცემის თარგი ვიკიპედიაში
ქართულ ვიკიპედიაში, გამოყენებულ ლიტერატურასა და სქოლიოებში, გამოიყენება სპეციალურად „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობისთვის“ შექმნილი თარგი — {{სძა}}.
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990
- მეთოდური მითითებები : "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის" მომზადებისათვის, თბ., 1971