რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
→‎რომაელთა რელიგიური შეხედულებები: clean up, replaced: ყავდათ → ჰყავდათ using AWB
(→‎რომაელთა რელიგიური შეხედულებები: clean up, replaced: ყავდათ → ჰყავდათ using AWB)
საყოველთაო ღმერთების გარდა რომაულ ოჯახებს ჰყავდათ გვარის მფარველი ღვთაებებიც. ისეთ ძველ გვარებს, როგორებიცაა [[ემილიუსები]], [[კლავდიუსები]], [[კორნელიუსები]], ჰქონდათ საკუთარ ღვთაებებთან დაკავშირებული დღესასწაულები. გვარის კულტები ყალიბდებოდა ოჯახის კერის ქალღმერთ [[ვესტა]]ს კულტის გარშემო.
 
ღმერთების სამყარო ადამიანების სამყაროს მსგავსად იყო მოწყობილი. მათ ყავდათჰყავდათ მეფე - იუპიტერი, ყველაზე პატივცემულ ღმერთებს, სენატორთა მსგავსად ეწოდებოდათ patres, მათ ჰყავდათ მსახურები - famuli tivi და ვესტას ქალწულთა ანალოგიურად ღვთაებრივი ქალწულები - virgines divi. ღმერთები იყოფოდნენ ზეციურებზე, მიწიერებზე და ქვესკნელისაზე. თუმცა ზოგ ღმერთს სამივე განზომილებაში შეეძლო მოქმედება. ღმერთების, ადამიანების და მიცვალებულთა სამყაროები გამიჯნული იყო. მაგრამ ხალხი არ იწყებდა არცერთ მნიშვნელოვან საქმეს სანამ ფრინველების ფრენით, სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით ან მეხის დაცემით არ გაიგებდნენ ღმერთების აზრს.
 
მტრების ღმერთებს სპეციალური ფორმულებით რომაელები თავის მხარეს იბირებდნენ. ამ გზით რომაულ პანთეონს შეემატნენ ბევრი იტალიკური ღმერთები. ითვლებოდა რომ მკვდრები ზემოქმედებენ ცოცხალთა სამყაროზე და შურისძიება შეუძლიათ. ამის გარდა საზოგადოების ფენებს და პროფესიებს თავისი ღმერთები ჰყავდათ. რომის ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი ტაძარი, რომელიც რომის ძლიერებას ასახავდა [[იუპიტერ კაპიტოლიელი]]ს ტაძარი გახდა.

სანავიგაციო მენიუ