შინაარსზე გადასვლა

მერკური (ღმერთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერკური (მრავალმნიშვნელოვანი).
მერკური (ღმერთი)


მითოლოგია: ძველი რომის რელიგია
სხვა კულტურებში: ჰერმესი, Abianus, Cimiacinus, Arcecius, Aguaecus, Dubnocaratiacus, Solitumarus, ოდინი[1] და Arsu[2]
სქესი: მამრობითი[3]
გავლენის სფერო: ქურდობა, herald და მოგზაური[3]
მამა: იუპიტერი
შვილები: Evander of Pallene
გამოსახულებები
მერკურის ვერცხლის ბიუსტი

მერკური (ლათ. Mercurius) — რომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის, მოგების, გამდიდრების ღმერთი, ასევე მოგზაურთა მფარველი.

სახელი მერკური მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „merx“, რაც ვაჭრობას ნიშნავს. მერკური ვაჭრების და ნეგოციანტების მფარველად ითვლებოდა. ძვ. წ. 495 წელს მას სახალხო კრების გადაწყვეტილებით მიუძღვნეს დიდ ცირკთან ტაძარი. იგივე დროს დაწესდა ვაჭრების კოლეგია, რომლებსაც მერკური მფარველობდა.

მერკურის ხშირად დიდი ქისით გამოსახავდნენ და ეპითეტ „ბედნიერს“ უწოდებდნენ. მოგვიანებით მოხდა მერკურის ბერძნულ ჰერმესთან გაიგივება და მასაც ფრთიანი სანდლებით და ქუდით გამოსახავდნენ, ქისა კი საგზაო ჩანთით შეიცვალა, რომელსაც ღმერთი გვერდზე გადაკიდებულს ატარებდა. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელ წლებში მერკურის ფუნქციები გაფართოვდა, მას მიიჩნევდნენ ხელობების, ასტროლოგიის, მაგიის და საიდუმლო სწავლებების ღმერთად. იგი ასევე აცილებდა მიცვალებულებს ქვესკნელში, მოჰქონდა ამბები და ემსახურებოდა მაღალი რანგის ღმერთებს. ითვლებოდა, რომ მერკურის შეუძლია დაკარგული განძის ძებნაში დახმარება.

მერკური მაიას, გაზაფხულის ქალღმერთის ვაჟი იყო, ამიტომ მისი პატივსაცემი დღესასწაულები მაისის იდებში იმართებოდა. მერკურიმ რომაულ პანთეონში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შრომისმოყვარეობით, სამართლიანობით და იმით, რომ არასდროს ერევა კამათში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Cassell's Dictionary of Norse Myth & Legend — Cassell & Co, 2002. — გვ. 251, 401–402. — 494 გვრ. — ISBN 0-304-36385-5
  2. ↑ Kühn D. Arṣû and Azîzû. A study of the West Semitic “Dioscuri” and the Gods of Dawn and Dusk // Syria / E. Will — France: Institut français du Proche-Orient, 2010. — P. 444– 446. — ISSN 0039-7946; 2076-8435 — doi:10.4000/SYRIA.850
  3. 1 2 Cassell's Dictionary of Norse Myth & Legend — Cassell & Co, 2002. — გვ. 251. — 494 გვრ. — ISBN 0-304-36385-5