რობერტ II (შოტლანდია): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = რობერტ II |ორიგინალური სა...)
 
'''რობერტ II''', ''რობერტ სტიუარტი'' ({{lang-en|Robert II of Scotland}}; დ. [[2 მარტი]], [[1316]], [[რენფრუშირი]] — გ. [[19 აპრილი]], [[1390]], [[ერშირი]]) — [[შოტლანდია|შოტლანდიის]] მეფე, [[სტიუარტები]]ს დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ქვეყანას მართავდა [[1371]]-[[1390]] წლებში. ტახტზე ავიდა ბიძის, [[დეივიდ II (შოტლანდია)|დეივიდ II]]-ის გარდაცვალების შემდეგ.
 
== ბიოგრაფია ==
რობერტ სტიუარტი დაიბადა [[1316]] წელს. იგი იყო [[უოლტერ სტიუარტი]]სა და [[რობერტ I (შოტლანდია)|რობერტ I]]-ის ქალიშვილის, [[მარჯორი ბრიუსი]]ს ვაჟი. [[1318]] წლიდან ის ითვლებოდა რობერტ I-ის სავარაუდო მემკვიდრედ, მაგრამ მან ეს ტიტული [[1324]] წელს დაკარგა, მას შემდეგ, რაც რობერტის ვაჟი, [[დეივიდ II (შოტლანდია)|დეივიდ II]] დაიბადა. [[1326]] წელს, მამის, უოლტერ სტიუარტის გარდაცვალების შემდეგ, რობერტი 10 წლის ასაკში გახდა სტიუარტების ოჯახის მე-7 მეთაური. [[1329]] წელს, რობერტ I-ის გარდაცვალებისა და დეივიდ II-ის გამეფების შემდეგ, შოტლანდიის პარლამენტმა კვლავ დაუბრუნა რობერტ სტიუარტის ტახტის მემკვიდრის ტიტული.
 
ამის შემდეგ, [[ედუარდ III]]-მ გამოთქვა აზრი, რომ დეივიდის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისის ტახტის მემკვიდრეს სრული უფლება ჰქონოდა შოტლანდიის ტახტზე. [[1363]]-[[1364]] წლებში რობერტს საკუთარი ტიტულის დაცვა მოუხდა. საბოლოოდ, შოტლანდიის პარლამენტმა ინგლისის მეფის შემოთავაზება უარყო.
 
[[1371]] წელს გარდაიცვალა დეივიდ II. ტახტზე 55 წლის რობერტი ავიდა. ის ნაკლებად ერეოდა სახელმწიფო მართვის საქმეებში. მას ფაქტიურად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ინგლის-შოტლანდიის ომში, რომელიც [[1378]]-[[1388]] წლებში მიმდინარეობდა. [[1384]] წლიდან, ქვეყანას რობერტის უფროსი ვაჟი, ჯონი განაგებდა (რომელსაც გამეფების შემდეგ სახელი შეეცვალა და რობერტ III უწოდეს). რობერტ II გარდაიცვალა [[1390]] წლის [[19 აპრილი|19 აპრილს]], [[ერშირი|ერშირში]].
 
== ოჯახი ==
რობერტ II ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად, ელიზაბედ მურზე დაქორწინდა. ამ ქორწინებიდან მას ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ეყოლა. მეორედ, იგი ეუფემია დე როსზე დაწორწინდა და მასთან ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ეყოლა. აგრეთვე, რობერტს მინიმუმ რვა არალეგალური შვილი ჰყავდა. რობერტ II გარდაიცვალა [[1390]] წლის [[19 აპრილი|19 აპრილს]], [[ერშირი|ერშირში]].
 
== ლიტერატურა ==

სანავიგაციო მენიუ