ტანზანიის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Tanzania Topography.png|მინი|ტანზანიის ტოპოგრაფიული რუკა.]]
[[ფაილი:Tanzania Topography.png|მინი|ტანზანიის ტოპოგრაფიული რუკა.]]
[[ფაილი:Tanzania sat.JPG|მინი|ტანზანიის სატელიტური სურათი.]]
'''ტანზანიის გეოგრაფია''' — მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას აქვს ბევრი მტკნარი და [[მლაშე ტბა|მლაშე ტბები]], ეროვნული პარკები და [[აფრიკა|აფრიკის]] უმაღლესი მწვერვალი [[კილიმანჯარო]] (5,895 მ.).
'''ტანზანიის გეოგრაფია''' — მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას აქვს ბევრი მტკნარი და [[მლაშე ტბა|მლაშე ტბები]], ეროვნული პარკები და [[აფრიკა|აფრიკის]] უმაღლესი მწვერვალი [[კილიმანჯარო]] (5,895 მ.).



08:17, 8 სექტემბერი 2016-ის ვერსია

ტანზანიის ტოპოგრაფიული რუკა.
ტანზანიის სატელიტური სურათი.

ტანზანიის გეოგრაფია — მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას აქვს ბევრი მტკნარი და მლაშე ტბები, ეროვნული პარკები და აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო (5,895 მ.).

ტანზანიის ჩრდილოეთი არის მთიანი. იქ არის უსამბარას და პარეს ქედები. ჩრდილოეთშია აქტიური ვულკანი მერუ და კილიმანჯარო რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ნახულობს. მთების დასავლეთით გადის გრეგორის რღვევის ხაზი, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ნაწილია. რღვევის ხაზის ტერიტორიაზე მდებარეობს ბევრი მლაშე ტბა, მათ შორის: ნატრონი, მანიარა, ეიასი. რღვევის ხაზი მოიცავს ასევე კრატერის მთიანეთს სადაც მდებარეობს ნგორონგოროს დაცული ტერიტორია. კრატერიდან სამხრეთით მდებარეობს სერენგეტის ეროვნული პარკი.

ჩრდილო-დასავლეთში კენია-უგანდის საზღვართან მდებარეობს ტბა ვიქტორია, რომელიც ზედაპირის ფართობით აფრიკაში უდიდესია. ეს ტბა ტრადიციულად მიიჩნევა ნილოსის სათავედ. მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ტბა ტანგანიიკა, რომელიც ტანზანიას კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან ყოფს. ის ბაიკალის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბად მიიჩნევა. ამ ტბებს შორის მოქცეული ბრტყელი ტერიტორია ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ ცენტრალური ზიმბაზიური მიომბოს ტყის ეკორეგიონის ნაწილად მიიჩნევა.

ტანზანიის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს დიდ პლატოს, რომელიც აღმოსავლეთი აფრიკის პლატოს ნაწილია. პლატოს სამხრეთი არის მდელო, რომლის უდიდეს ნაწილზეც მდებარეობს სელუსის ეროვნული პარკი. პლატოს ჩრდილოეთი წარმოადგენსსახნავ მიწებს, სადაც ასევე მდებარებს დედაქალაქი - დოდომა.