სერენგეტის ეროვნული პარკი
სერენგეტის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ტანზანია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 2°19′58″ ს. გ. 34°34′00″ ა. გ. / 2.33278° ს. გ. 34.56667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1981 (მე-5 სესია) |
ნომერი | 156 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 156 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სერენგეტის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ტანზანიაში, სერენგეტის ეკოსისტემის არეალში. მისი ფართობი 14 763 კმ²-ია. პარკი ცნობილია თავის ყოველწლიური მილიონ-ნახევარი წვერებიანი გნუსა და 250 000 ზებრის მიგრაციით. მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ველური ბუნების ნაკრძალად აფრიკაში, რაც უპირველეს ყოვლისა აქ გავრცელებული მტაცებლებისა და მათი მსხვერპლების სიუხვითაა განპირობებული. პარკში ასევე წარმოდგენილია 400-ზე მეტი სახეობის ფრინველი.
პარკის ძირითადად მოიცავს ბალახიან ვაკეებსა და სავანებს, ისევე როგორც მდინარის ჭალებსა და ტყიან ტერიტორიებს. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ტანზანიისა და კენიის სახელმწიფო საზღვართან, სადაც კენიის მხარეს ის მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალით გრძელდება. პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნგორონგოროს დაცული ტერიტორია, დასავლეთით კი იკორონგოსა და გრუმეტის სპორტული ნადირობის ნაკრძალები.
ეროვნული პარკის ტერიტოროაზე ადამიანთა დასახლება აკრძალულია, თუ არ ჩავთვლით ფრანკფურტის ზოოლოგიური საზოგადოებისა და რამდენიმე სასტუმროს თანამშრომლებს.
პარკს აღწერისას როგორც წესი სამ ნაწილად ყოფენ:
- სერენგეტის ვაკეები: დაუსრულებელი, ხეებს მთლიანად მოკლებული საძოვარი, სადაც გავრცელებულია არაერთი ცხოველი — წვერებიანი გნუ (დეკემბრიდან მაისამდე), ზებრა, გაზელი, ბუფალო და ა. შ. მცენარეულობაში თავს აფარებს პითონიც.
- დასავლეთი კორიდორი: რეგიონის ჭაობიანი სავანა. აქ გამავალ მდინარე გრუმეტიში გავრცელებულია უზარმაზარი რაოდენობის ნილოსის ნიანგი, მებრძოლი არწივი.
- ჩრდილოეთი სერენგეტი: ლანდშაფტში ჭარბობს ხეები და ბორცვები. გავრცელებულია სპილო, ჟირაფი, დიკი-დიკი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Serengeti Official website
- TANAPA - Serengeti დაარქივებული 2012-09-29 საიტზე Wayback Machine.
- WCMC World Heritage Site - Serengeti დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Map of Serengeti National Park
|