რეზო ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
| წარწერა = |
| წარწერა = |
||
| დაბსახელი = რევაზ ჩხეიძე |
| დაბსახელი = რევაზ ჩხეიძე |
||
| დაბთარიღი = |
| დაბთარიღი = {{დაბადების თარიღი|1926|12|08}} |
||
| დაბადგილი = [[ქუთაისი]], [[საქართველო]] |
| დაბადგილი = [[ქუთაისი]], [[საქართველო]] |
||
| გარდთარიღი = |
| გარდთარიღი = {{გარდაცვალების თარიღი და ასაკი|2015|05|03|1926|12|08}} |
||
| გარდადგილი = |
| გარდადგილი = |
||
| საქმიანობა = [[რეჟისორი|კინორეჟისორი]]<br />[[სცენარისტი]]<br />[[კინოპროდიუსერი|პროდიუსერი]] |
| საქმიანობა = [[რეჟისორი|კინორეჟისორი]]<br />[[სცენარისტი]]<br />[[კინოპროდიუსერი|პროდიუსერი]] |
||
ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
| ტონის ჯილდოები |
| ტონის ჯილდოები |
||
}} |
}} |
||
'''რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე''' (დ. [[8 დეკემბერი]], [[1926]], [[ქუთაისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი ([[1980]]), [[პროფესორი]]. |
'''რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე''' (დ. [[8 დეკემბერი]], [[1926]], [[ქუთაისი]]; გ. [[3 მაისი]], [[2015]], [[თბილისი]]<ref>[http://news.abkhazia.gov.ge/?p=11481 ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა]</ref>) — [[ქართველები|ქართველი]] კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი ([[1980]]), [[პროფესორი]]. |
||
==ბიოგრაფია== |
==ბიოგრაფია== |
||
ხაზი 46: | ხაზი 46: | ||
{{commonscat|Revaz Chkheidze}} |
{{commonscat|Revaz Chkheidze}} |
||
{{Geocinema რეჟისორი|51}} |
{{Geocinema რეჟისორი|51}} |
||
==სქოლიო== |
|||
{{სქოლიო}} |
|||
{{რევაზ ჩხეიძე}} |
{{რევაზ ჩხეიძე}} |
19:14, 3 მაისი 2015-ის ვერსია
რეზო ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | რევაზ ჩხეიძე |
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი, 1926 ქუთაისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 3 მაისი, 2015 (88 წლის) |
საქმიანობა |
კინორეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი |
რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე (დ. 8 დეკემბერი, 1926, ქუთაისი; გ. 3 მაისი, 2015, თბილისი[1]) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.
ბიოგრაფია
დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.
1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962),„ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.
ლიტერატურა
- ჯალაღანია რ., სიმაღლე, თბ., 1981;
- Бровченко Г., В центре событий — человек, «Советский экран», 1965, № 14;
- Тиканадзе Р., Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;
- გვენცაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 175.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|