ვარლამ თოფურია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მმ*|თოფურია}}
{{ინფოდაფა მეცნიერი
{{ინფოდაფა მეცნიერი
| სახელი = ვარლამ თოფურია
| სახელი = ვარლამ თოფურია
ხაზი 22: ხაზი 23:
| საიტი =
| საიტი =
}}
}}
'''ვარლამ თოფურია''' (დ. [[8 იანვარი]], [[1901]], სოფელი [[ონტოფო]], ახლანდელი [[აბაშის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[21 აგვისტო]], [[1966]], [[თბილისი]]) — ქართველი ენათმეცნიერი, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა [[თსუ]]-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებში — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებში — დირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]].
'''ვარლამ ტრიფონის ძე თოფურია''' (დ. [[8 იანვარი]], [[1901]], სოფელი [[ონტოფო]], ახლანდელი [[აბაშის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[21 აგვისტო]], [[1966]], [[თბილისი]]) — ქართველი ენათმეცნიერი, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა [[თსუ]]-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებში — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებში — დირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]].

==ბიოგრაფია==
დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. თოფურია იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კაკვასიურ ენებს. მისი შრომების საფუძველზე გადაწყდა ამ ენების ისტორიის, ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურის, დიალექტოლოგიის, ლექსიკური შედგენილობის, მეთოდიკისა და ეპიგრაფიკის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. საფუძვლიანად შეისწავლა [[ლაკური ენა]] და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა მას. განსაკუთრებული ამაგი დასდო [[სვანური ენა|სვანური ენის]] მეცნიერულ შესწავლას („სვანური ენა. I. ზმნა“, 1930); მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „სვანური პოეზიის“ I ტომი (1939) და „სვანური პროზაული ტექსტების“ 3 ტომი (1939-1967), „ქართული დიალექტოლოგია“, ტ. I (1961).

საგანგებო ყურადღებას იმსახურებს თოფურიას გამოკვლევათა სერიები, რომლებშიც გაშუქებულია [[ქართველური ენები]]ს ფონეტიკური შესატყვისობის, სიტყვაწარმოების, ზმნისა და სახელის მორფოლოგიისა და სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაციის კარდინალური საკითხები. თოფურია იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და III ტომის რედაქტორი, „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“, „რუსულ-ქართული ლექსიკონის“, და „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ თანაავტორი. ეკუთვნის სახელმძღვანელოები უმაღლესი და საშუალო სკოლებისათვის. დატოვა მდიდარი და მრავალფეროვანი მეცნიერული მემკვიდრეობა. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თა და სხვა ორდენებით.

დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.ice.ge/Struqtura/Direqtors/V%20Topuria.html ვარლამ თოფურია — ბიოგრაფია და ბიბლიოგრაფია]
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001333/ ვარლამ თოფურია — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]

== ლიტერატურა ==
==ლიტერატურა==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
{{ქსე|4|696|ქალდანი მ.}}
{{ქსე|4|696|ქალდანი მ.}}
* თალაკვაძე მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968;
* თალაკვაძე მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968;
* კიზირია ა., ქალდანი მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968.
* კიზირია ა., ქალდანი მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968.

==რესურსები ინტერნეტში==
{{DEFAULTSORT:თოფურია, ვარლამ}}
* [http://www.ice.ge/Struqtura/Direqtors/V%20Topuria.html ვარლამ თოფურია — ბიოგრაფია და ბიბლიოგრაფია]
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001333/ ვარლამ თოფურია — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]

{{DEFAULTSORT:თოფურია, ვარლამ}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1901]]
[[კატეგორია:დაბადებული 1901]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1966]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1966]]

08:37, 29 მარტი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოფურია.
ვარლამ თოფურია

აკადემიკოსი ვარლამ თოფურია
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1901
დაბ. ადგილი სოფელი ონტოფო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 21 აგვისტო, 1966
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ვარლამ ტრიფონის ძე თოფურია (დ. 8 იანვარი, 1901, სოფელი ონტოფო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 21 აგვისტო, 1966, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებში — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებში — დირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. თოფურია იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კაკვასიურ ენებს. მისი შრომების საფუძველზე გადაწყდა ამ ენების ისტორიის, ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურის, დიალექტოლოგიის, ლექსიკური შედგენილობის, მეთოდიკისა და ეპიგრაფიკის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. საფუძვლიანად შეისწავლა ლაკური ენა და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა მას. განსაკუთრებული ამაგი დასდო სვანური ენის მეცნიერულ შესწავლას („სვანური ენა. I. ზმნა“, 1930); მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „სვანური პოეზიის“ I ტომი (1939) და „სვანური პროზაული ტექსტების“ 3 ტომი (1939-1967), „ქართული დიალექტოლოგია“, ტ. I (1961).

საგანგებო ყურადღებას იმსახურებს თოფურიას გამოკვლევათა სერიები, რომლებშიც გაშუქებულია ქართველური ენების ფონეტიკური შესატყვისობის, სიტყვაწარმოების, ზმნისა და სახელის მორფოლოგიისა და სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაციის კარდინალური საკითხები. თოფურია იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და III ტომის რედაქტორი, „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“, „რუსულ-ქართული ლექსიკონის“, და „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ თანაავტორი. ეკუთვნის სახელმძღვანელოები უმაღლესი და საშუალო სკოლებისათვის. დატოვა მდიდარი და მრავალფეროვანი მეცნიერული მემკვიდრეობა. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვა ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
  • ქალდანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 696.
  • თალაკვაძე მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968;
  • კიზირია ა., ქალდანი მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968.

რესურსები ინტერნეტში