სანშუ I: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
გასწორდა პუნქტუაცია
(r2.6.4) (ბოტის დამატება: be:Саншу I)
(გასწორდა პუნქტუაცია)
|ხელმოწერა =
}}
''' სანშუ I''' ([[პორტუგალიური ენა|პორ.]] Sancho I; დ. [[11 ნოემბერი]], [[1154]], [[კოიმბრა]], [[პორტუგალია]] -— გ. [[26 მარტი]], [[1212]], [[კოიმბრა]], [[პორტუგალია]]) [[პორტუგალია|პორტუგალიის]] მეფე [[ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)|ბურგუნდიელთა]] დინასტიიდან [[1185]] - [[1212]] წლებში. [[აფონსუ I (პორტუგალია)|აფონსუ I]] და [[მატილდა სავოიელი]]ს შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა [[პორტუგალიის მეფეების სია|პორტუგალიის მე-2 მეფე]]. მისი სამეფოს ცენტრი გახდა ქალაქი [[კოიმბრა]]. სანშუმ შეწყვიტა ომი მეზობლებთან [[გალისიის სამეფო|გალისიის]] საზაღვრო ტერიტორიების კონტროლისათვის. მტელი თავისი ყურადღება გადაიტანა სამხრეთით [[მავრები]]ს წინააღმდეგ საბრძოლველად. თავდაპირველად მან ბრძოლით მოახერხა გადაადგილება [[ალგარვი]]მდე და [[ალენტეჟუ]]მდე, მაგრამ [[1190]] წელს იძულებული იყო უკან დაეხია. ჯვაროსნების დახმარებით [[1191]] წელს მან აიღო [[სილვეში]] და ბრძანა აეგოთ [[სილვეშის ციხესიმაგრე]], რომელიც დღეს მნიშვნელოვანი ძეგლია პორტუგალიისა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.
 
მოულოდნელად მეფის ინტერესები ისევ ჩრდილოეთით წარიმართა, სადაც საფრთხე დაემუქრა პორტუგალიის ტერიტორიულ მთლიანობას [[ლეონის სამეფო|ლეონისა]] და [[კასტილიის სამეფო|კასტილიის]] სამეფოების მხრიდან. სილვეში კვლავ მავრებს დარჩათ.
 
სანშუ დიდ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანიზაციას, მან გაამდიდრა სახელმწიფო ხაზინა და მთელი სიმდიდრე მიმართა ხელობის განვითარებისა და საშუალო კომერსანტების მხარდასაჭერად. მისი მმართველობის დროს აშენდა მრავალი ახალი ქალაქი და სოფელი. ჩრდილოეთი პორტუგალიის მიწებში ჩაასახლა ბურგუნდიელები და ფლამანდრელები რისთვისაც მიიღო თავისი ისტორიული სახელი – დამსახლებელი.
 
მეფე ცნობილია თავისი სიყვარულით მეცნიერებისა და ლიტერატურისადმი. სახელმწიფო ხაზინიდან აფინანსებდა პორტუგალიელ ახალგაზრდებს, რომლებიც ისწავლიდნენ [[ევროპა|ევროპი]]ს უნივერსიტეტებში.

სანავიგაციო მენიუ