სერგეი ბაგაფში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სერგეი ბაგაფში''' ({{lang-ab|Сергеи Багаҧшь}}) (დ. [[1949]], [[სოხუმი]] - გ.[[28 მაისი]], [[2011]], [[მოსკოვი]]) [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] [[დე-ფაქტო]] ხელისუფლების „პრეზიდენტი“ [[2005]] წლიდან, ხოლო [[1997]]-[[1999]] წლებში - [[პრემიერ-მინისტრი]].
'''სერგეი ბაგაფში''' ({{lang-ab|Сергеи Багаҧшь}}) (დ. [[1949]], [[სოხუმი]] - გ.[[28 მაისი]], [[2011]], [[მოსკოვი]]<ref>[http://www.gazeta.ru/news/lenta/2011/05/29/n_1860213.shtml Президент Абхазии Багапш умер в Москве]</ref>) [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] [[დე-ფაქტო]] ხელისუფლების „პრეზიდენტი“ [[2005]] წლიდან, ხოლო [[1997]]-[[1999]] წლებში - [[პრემიერ-მინისტრი]].


პრემიერ-მინისტრობამდე იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.
პრემიერ-მინისტრობამდე იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.

05:06, 29 მაისი 2011-ის ვერსია

სერგეი ბაგაფში (აფხ. Сергеи Багаҧшь) (დ. 1949, სოხუმი - გ.28 მაისი, 2011, მოსკოვი[1]) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლების „პრეზიდენტი“ 2005 წლიდან, ხოლო 1997-1999 წლებში - პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრობამდე იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.

2004 წლის არჩევნებამდე ბაგაფში დე-ფაქტო მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი იყო. 2004 წლის 20 ივლისს ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ „ამცაჰარა“ და „გაერთიანებული აფხაზეთი“ ის საერთო კანდიდატად წამოაყენა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერგეი შამბას ნაცვლად. არჩევნებში ბაგაფშის მთავარი ოპონენტი რაულ ხაჯიმბა იყო.

აფხაზეთის საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად ხაჯიმბა ცნო გამარჯვებულად, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ ბაგაფშმა 50.3%-ით გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია შენობაში შემოვარდნილი ხაჯიმბას მხარდამჭერთა ზეწოლის ქვეშ. პარალელურად ბაგაფშის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიის შენობის წინ, რომლებიც იმუქრებოდნენ რომ ბაგაფშის ინაუგურაციას მაინც ჩაატარებდნენ 2004 წლის 6 დეკემბერს. შინა არეულობის თავიდან ასაცილებლად ბაგაფში და ხაჯიმბა აღწევენ შეთანხმებას არჩევნების შედეგები გააუქმონ და ახალ არჩევნებში გაერთიანებული მანდატით იყარონ კენჭი.

ახალი არჩევნები 2005 წლის 12 იანვარს ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვებული ბაგაფშისა და ხაჯიმბას კოალიცია გამოდგა. შეთანხმების თანახმად ბაგაფში კენჭს იყრიდა პრეზიდენტად, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად.

რესურსები ინტერნეტში


  1. Президент Абхазии Багапш умер в Москве