ვაჟა ზარანდია
ივანე (ვაჟა) ილარიონის ძე ზარანდია (დ. 1 ნოემბერი, 1932, სოფელი ოქუმი, გალის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის რესპუბლიკის მისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1992-1993).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივანე ზარანდია დაიბადა 1932 წლის 1 ნოემბერს გალის რაიონის სოფელ ოქუმში. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტები. ოქუმის სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნად, ამავე ინსტიტუტის პროფკომის თავმჯდომარედ, პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ. 1973 წელს აირჩიეს სოხუმის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1974 წლიდან იყო აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვისა და ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი. 1991 წლის 29 ნოემბერს კენჭს იყრიდა სოხუმის №2 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად.
1992 წლის 5 მაისს დაინიშნა აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის დეკემბრიდან 1994 წლის აპრილამდე მუშაობდა გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად. 1996 წელს კენჭს იყრიდა აფხაზეთის პარლამენტში დეპუტატად.
არის აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 25 სექტემბერი, 1991
- Лакоба С. «Абхазия после двух империй XIX-XXI вв.» // 21st Century COE Program Slavic Eurasian Studies. — Sapporo, 2004. — № 5.