მამაკაცი ოქროს პისტოლეტით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მამაკაცი ოქროს პისტოლეტით
რეჟისორი გაი ჰამილტონი
პროდიუსერი ჰარი ზალცმანი
ალბერტ ბროკოლი
ჩარლზ ორმი
სცენარისტი რიჩარდ მაიბაუმი
ტომ მანკიევიჩი
როლებში როჯერ მური
კრისტოფერ ლი
ბრიტ ეკლანდი
მოდ ადამსი
კომპოზიტორი ჯონ ბარი
ოპერატორი ტედ მური, ოსვალდ მორისი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი
  • დეკემბერი 19, 1974 (1974-12-19) (ლონდონი, პრემიერა)
ხანგრძლივობა 125 წთ.
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 7 000 000 აშშ დოლარი
წინა: 97.6 მილიონი აშშ დოლარი

მამაკაცი ოქროს პისტოლეტით“ (ინგლ. The Man with the Golden Gun) — მეცხრე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ და რიგით მეორე ფილმი ამ სერიიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როჯერ მურმა. ფილმი ეფუძნება იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების წიგნს. იგი გამოვიდა 1974 წელს.

ამ ფილმში ჯეიმზ ბონდს აგზავნიან სოლექსის აგიტატორის მოსაძიებლად - ეს არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მზის ენერგიის აკუმულირება და გამოყენება. ჯეიმზი, აგენტ მერი გუდნაითის დახმარებით ებრძვის ფრანცისკო სკარამანგას - მამაკაცს ოქროს პისტოლეტით. ფილმი სრულდება მათი დუელით.

მამაკაცი ოქროს პისტოლეტით იყო ბონდიანის უკანასკნელი ფილმი, რომელიც გაი ჰამილტონის რეჟისურით გადაიღეს. ფილმი გამოვიდა 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდში, რომელიც იმ დროს აქტუალური თემა იყო. 1974 წლის 14 დეკემბრისათვის, როდესაც ფილმი გამოვიდა, ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ამ კრიზისიდან.

კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს კრისტოფერ ლის მიერ შესრულებული სკარამანგას როლი, მაგრამ გააკრიტიკეს როლის შესრულებისადმი მისი კომიკური მიდგომა.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]