უმნიშვნელო ნუგეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უმნიშვნელო ნუგეში
რეჟისორი მარკ ფორსტერი
პროდიუსერი ბარბარა ბროკოლი
მაიკლ ჯ. უილსონი
სცენარისტი ნილ პერვისი
რობერტ უეიდი
პოლ ჰეგისი
იენ ფლემინგი
როლებში დენიელ კრეიგი
ოლგა კურილენკო
მატიე ამალრიკი
ჯემა არტერტონი
ჯუდი დენჩი
ჯეფრი რაიტი
ჯანკარლო ჯანინი
კომპოზიტორი დევიდ არნოლდი
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
Columbia Pictures
ხანგრძლივობა 106 წთ
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 547,220,413 დოლარი

უმნიშვნელო ნუგეში [1](ინგლ. Quantum of solace) (2008) — 22-ე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. ფილმი გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია მარკ ფორსტერი. ამ ფილმში ბონდი ებრძვის დომინიკ გრინს (მატიე ამალრიკი), ორგანიზაცია კვანტუმის წევრს, რომელიც ცდილობს ბოლივიაში დიდი ტერიტორიის მითვისებას და მისი წყლით მომარაგების კონტროლს. პარალელურად, ბონდი ცდილობს, შური იძიოს ვესპერ ლინდის მკვლელობის გამო. ამასთან, მას უჩნდება სიმპატია კამილა მონტესის (ოლგა კურილენკო) მიმართ. გადამწყვეტ მომენტში ჯეიმზი მთელ ძალ-ღონეს იყენებს, რათა გადაარჩინოს ეს უკანასკნელი ხანძრისგან - ამით იგი თითქოს ანაზღაურებს იმ ფაქტს, რომ წინა ოპერაციის შესრულებისას დაკარგა ვესპერი.

ფილმი გამოვიდა 2008 წლის 29 ოქტომბერს და ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები მიიღო. ბევრი თვლის, რომ კრეიგის მონაწილეობით გადაღებული ეს სერია არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც წინა, კაზინო როიალი. თუმცა, შემქმნელები დაინტერესებულებს არწმუნებენ იმაში, რომ ეს ჯერ კიდევ ბონდის თავგადასავლების დასაწყისია და მათი მიზანია, აჩვენონ მისი ჩამოყალიბება, თითქოს ახალი დაბადება.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართულ ვარიანტში ფილმის სახელწოდება ითარგმნა, როგორც მოწყალების კვანტუმი, რაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს რუსული სახელწოდებისგან Квант милосердия. რუსული ვერსიაც არის ორიგინალური ჩანაფიქრისგან აცდენა. ფილმში მოთხრობილია წინა ფილმის, „კაზინო როიალი“ მოვლენებთან მიმართებაში უმნიშვნელო ნუგეშზე, რომელსაც ბონდი მიიღებს თავისი ახალი მეგობრის გადარჩენით. Quantum of solace არის სიტყვების თამაშიც, რადგანაც შეიცავს ორგანიზაცია კვანტუმის სახელს.