მხოლოდ თქვენი თვალებისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მხოლოდ თქვენი თვალებისათვის“
რეჟისორი ჯონ გლენი
პროდიუსერი ალბერტ ბროკოლი
სცენარისტი მაიკლ ჯ. უილსონი
რიჩარდ მეიბაუმი
იენ ფლემინგი (რომანის ავტორი)
როლებში როჯერ მური
ჯულიან გლოვერი
კაროლ ბუკე
კომპოზიტორი ბილ კონტი
მაიკლ ლისონი
ჯონ ბარი
ოპერატორი ალენ ჰუმე
დისტრიბუტორი United Artists
ხანგრძლივობა 128 წთ.
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $28,000,000

მხოლოდ თქვენი თვალებისათვის (ინგლ. For Your Eyes Only) (1981) — მეთორმეტე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ და რიგით მეხუთე ფილმი ამ სერიალიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როჯერ მურმა.

სიუჟეტის მიხედვით, იონურ ზღვაში იძირება საიდუმლო ბრიტანული გემი, რომელზეც იმყოფება საიდუმლო მოწყობილობა ატეკი. სუკს სურს მისი მითვისება. ბრიტანული მხარის დავალებით აკვალანგისტი ჰეივლოკი ცდილობს ჩაძირული გემის ზღვის ფსკერიდან ამოქაჩვას, მაგრამ მას და მის მეუღლეს კლავენ, პირდაპირ მათი ქალიშვილის, მელინას თვალწინ. ბონდს ევალება, გამოიძიოს ეს მკვლელობა. იგი მიდის საბერძნეთში, სადაც გაიცნობს მელინას, რომელსაც მშობლების სიკვდილის გამო შურისძიება სწადია.

ბონდი ხვდება ალპებში, შემდეგ - ისევე საბერძნეთში, სადაც ბერძენ კრისტატოსს გაიცნობს. ეს არწმუნებს ბონდს, რომ მკვლელობა კონტრაბანდისტმა კოლომბომ შეუკვეთა. მაგრამ კოლომბო აუხელს თვალს ბონდს და აღმოჩნდება, რომ თავად კრისტატოსია ნამდვილი დამნაშავე,

ბონდი და მელინა ამოიღებენ ზღვის ფსკერიდან "ატეკს", მაგრამ მას კრისტატოსი წაართმევს, რომელმაც სუკთან შეთანხმდა. იგი ცდილობს მათ მოკვლას, მაგრამ ბონდი და მელინა გადარჩებიან. ისინი დახმარებისათვის მიმართავენ კოლომბოს. მთის წვერზე აგებულ მონასტერში კრისტატოსი ელოდება გოგოლს, სუკის გენერალს, ამასობაში კი ბონდი დამხმარე ძალებთან ერთად თავს ესხმის მას. კოლომბო კლავს კრისტატოსს. ამ დროს მთაზე ეშვება გენერლის ვერტმფრენი. ბონდი არჩევანს აკეთებს - იგი თავად აგდებს მთიდან "ატეკს" და ანადგურებს მას. გოგოლი კმაყოფილია თუნდაც იმით, რომ მოწყობილობა არც ბრიტანელებს ერგო და ტოვებს იქაურობას.

ფილმი გამოვიდა 1981 წლის 24 (ბრიტანეთი) და 26 ივნისს (აშშ). მიუხედავად არაერთგვაროვანი კრიტიკული შეფასებისა, ფილმს წილად მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა და მის შემქმნელებს მოუტანა 196.3 მილიონი დოლარი.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]