სოსო ბანძელაძე
სოსო ბანძელაძე | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
სრული სახელი | იოსებ ბანძელაძე |
დაბ. თარიღი | 12 აგვისტო, 1953 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 18 სექტემბერი, 2018 (65 წლის) |
დასაფლავებულია | გეთსიმანიის მამათა მონასტერი, მცხეთა |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორ-რესტავრატორი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია |
სოსო ბანძელაძე (დ. 12 აგვისტო, 1953, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2018) — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორ-რესტავრატორის სპეციალობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი „ძველი თბილისის ცენტრის რეკონსტრუქცია“ 1977 წელს ქალაქ ტალინში „ოქროს დიპლომით“ დაჯილდოვდა.
1975 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროში ძეგლთა დაცვის სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მეცნიერი-თანამშრომელად; 1978 წლიდან მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში; 1995 წლიდან იყო რესტავრაციის კვლევით-საპროექტო ინსტიტუტის საქრესტავრაცია - რეგენერაციის განყოფილების გამგედ, საპროექტოს ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ; 2002 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრის ხუროთმოძღვრული ნაგებობების რესტავრაციის დეპარტამენტის უფროსად; 1975-2000წწ. 90-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლის საპროექტო კვლევის, ფიქსაცია და რესტავრაციის პროექტის ავტორია (მათ შორის ორბელის, უწვაშის, ვახანის, აწყურის და ოქროს ციხეები);
სოსო ბანძელაძის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები:
- ძალისის ნაქალაქარის საპროექტო და საკონსერვაციო სამუშაოები (2001) მთათუშეთში „კესალოს“ ციხის კომპლექსის რესტავრაცია (2001);
- „ჯვართამაღლების“ ახალი ეკლესია ლენტეხში (2000-2003);
- აწყურის საკათედრო ტაძრის აღდგენა-გამაგრების პროექტი (2002-2003);
- ლაბეჭინას მთავარანგელოზის სამრეკლოს რეკონსტრუქცია (2001-2004);
- პირიქითა ხევსურეთში ციხე-სოფელ მუცოს აზომვა-ფიქსაცია (2004);
- მუცოს რეაბილიტაციის პროექტი (2008, 2014, "ევროპა ნოსტრას" ჯილდო, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე „საზოგადოების რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული, ქ. პარიზი, 2019);
- სვეტიცხოვლის სამრეკლოს რეკონსტრუქცია, ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის რეაბილიტაცია, ზედაზნის მონასტრის სარესტავრაციო-არქეოლოგიური კვლევა, ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია, ჟალეთის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები (2002-2006), *გონის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაცია (2005-2007);
- დერჩის ნათლისმცელის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2007);
- მცხეთის ჯვრის მონასტრის არქეოლოგიური ფიქსაციის ჯგუფის ხელმძღვანელი (2006), (WORLD MONUMENT FUND® Kress Foundation European Preservation Program);
- მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციის პროექტი (2008, 2013-2014);
- ბედიანის დედათა მონასტრის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცი (2009-2013);
- ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი (2010);
- თისლის გუმბათიანი ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2013);
- ქუთაისში წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესიის პროექტი (2014);
- თბილისის დედაციხის (ნარიყალას) რეაბილიტაციის პროექტი, ქასურის წმ. გიორგის ეკლესიის კონსერვაციის პროექტი, ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი, აწყურის ციხის რეაბილიტაციის პროექტი (2015);
- წმ. ლუკას სახ ეკლესიის პროექტი სვანეთის ქედზე, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია ს. მაღლაკში (2016);
- დავით გარეჯის ლავრის რეაბილიტაციის პროექტი, ნინოწმინდის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი, თელავის ბატონისციხის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი (2017);
- ს. ვანისჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2018).
იყო ხომლის მთის მასივის მეცნიერულ-არქეოლოგიური შესწავლის და მასზე სამეცნიერო პოპულარული ფილმის გადაღების პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (2009–2011, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი); ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტსა და თბილისის სასულიერო აკადემიის საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე; აქტიურად მონაწილეობდა 1980-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში; იყო საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის თანამებრძოლი, ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის წევრი; აფხაზეთის ომის დაწყებიან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში; 2021 წელს საუკეთესო სარესტავრაციო ნამუშევრისთვის დაარსდა „სოსო ბანძელაძის სახელობის პრიზი“.