ძალისის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძალისის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ნარეკვავის ნაპირზე, გორაზე. თარიღდება I-IV საუკუნეებით. ნამოსახლარი გათხარა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. ბოხოჩაძის ხელმძღვანელობით. გორა (300X200 მეტრი, სიმაღლე 56 მეტრი) ვაკეზეა აღმართული და შემოვლებული აქვს, ალიზის აგურით ნაგები გალავანი. გორაზე აღმოჩენილია ასევე, ალიზის აგურით ნაგებ და კრამიტით გადახურულ შენობათა ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]