სომხური თოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომხური თოლია - ანუ სევანის ტბის ვერცხლისფერი თოლია. ცხოვრობს კავკასიაში, ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში. ადრე ის კლასიფიცირდებოდა, როგორც ვერცხლისგულის ქვესახეობა, მაგრამ ამჟამად ის დამოუკიდებელი ფორმით არის წარმოდგენილი, მეჭვავიასნაირნთა ოჯახში. აღნიშნული ინდივიდის ოჯახი მოიცავს, 22 გვარს და 100 სახეობას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი თოლია ხასიათდება ყვითელი ფერის ფეხით, ოდნავ პატარა, მუქი ნაცრისფერი ზურგითა და მუქი თვალებით. ფრთებზე შავი ფერის ზოლით და უფრო ხშირად პატარა თეთრი ლაქებით. ზამთარში ფრინველები, როგორც წესი ყავისფერნი არიან. მათ აქვთ მოთეთრო ბუმბული, ფერმკრთალი ფუმფულა და ვიწრო, მკაფიო შავ ზოლიანი კუდი.

ძირითადად სომხურ თოლიას ბუდე მთიანი ტბის მახლობლად აქვს . ცხოვრობს სომხეთში, საქართველოში, თურქეთსა და დასავლეთ ირანში. სომხეთში ყველაზე დიდი პოპულაცია არის სევანის ტბის აუზში, არბის ტბაზე, მდინარეების არაქსისა და ახურიანის ხეობებში. ფრინველთა უმეტესობა ზამთარში მიგრირებს თურქეთის, ლიბანისა და ისრაელის სანაპიროებზე. ამ ინდივიდების უფრო მცირე რაოდენობა - კვიპროსსა და ეგვიპტეში გვხვდება.

თოლიებს აქვთ მცენარეული ბუდეები ნაპირზე, კუნძულებზე ან ტბაზე აგებული. დებს დაახლოებით სამ კვერცხს, ძირითადად, აპრილის ბოლოს. ბუდეების კოლონიები ძალიან მკვრივია, ბუდეები ერთმანეთთან ახლოსაა და მათ შორის ტერიტორიული კონფლიქტები არ არის გამორიცხული.

სევანის ტბის თოლიის სიგრძე მერყეობს 52-დან 62 სანტიმეტრამდე ფრთების გასწვრივ, იწონის 600-დან 960 გრამამდე. მათი დამახასიათებელი ნიშნებია მასიური სხეული, საშუალო სიგრძის გრძელი მრუდი ფრთები. კუდი მოკლე აქვთ. ფეხები გაშლილია, კარგად განვითარებული საცურაო გარსით. ძირითადად თოლიები ითვლებიან საშუალო ზომის ფრინველებად.

ძირითადად თოლიები ნადირობენ თევზებზე, კიბოსნაირებზე, მფრინავ და წყლის მწერებზე. ასევე იციან, სხვა ფრინველების ბუდეებიდან, კვერცხების ჭამა. სევანის ტბის თიოლიაც სხვა თოლიების მსგავსად ხშრად სტუმრობს: საკვების ნარჩენებს, ნაგავსაყრელებს და სათევზაო გემებთან ახლოს ხშირად დაფრინავს. შეიძლება ის შევნიშნოთ მოშორებით წყლის წყლებიდან ათობით კილომეტრის მანძილზე. ცხოველური საკვების გარდა, იკვებება ტყის კენკრით. ასე, რომ დიდი თოლიები ანგრევენ სხვა ფრინველებთა ბუდეებს, ჭამენ ნარჩენებს, ტყის კენკრასა და მძორს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alan Harris, Hadoram Shirihai & David Christie. 1996 The Macmillan Birder’s Guide to European and Middle Eastern Birds. Macmillan, London.
  • Snow D. W. & Perrins C. M. 1998. The Birds of the Western Palearctic, Concise Edition. Oxford University Press, Oxford Vol. 1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]