სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი
თარიღი 12 მაისი, 2021 — დღემდე
მდებარეობა სომხეთის, სიუნიქის და გეღარქუნიქის პროვინციები, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი
სტატუსი მიმდინარე
მხარეები
სომხეთის დროშა სომხეთი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დანაკარგები
  • 1 მოკლული სამხედრო[1]
  • 6 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო[2]
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი ვიკისაწყობში

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისისომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება, რომელიც 2021 წლის 12 მაისს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი და შვიდი კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ გეღარქუნიქისა და სიუნიქის პროვინციებში.[3][4][5] ეუთოს მინსკის ჯგუფის სამიდან ორი წევრის: საფრანგეთისა და აშშ-ს მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანს საკუთარი სამხედროები სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან არ გაუყვანია.[6][7]

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაისი 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია აზერბაიჯანის სამხედროების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ 12 მაისს გავრცელდა, ეს იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის ორ რაიონში; სიუნიქის პროვინციაში: სევის ტბის ირგვლივ, სოფელ იშხანასარისა და მეც იშხანასარის მთის აღმოსავლეთით, და ქალაქ გორისის, სოფელ ვერიშენის და აკნერის ჩრდილოეთით, ასევე გეღარქუნიქის პროვინციაში: სოფელ ვერინ-შორჟასა და კუთის მახლობლად. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა აზერბაიჯანელების წინსვლა სევის ტბის მიდამოებში და აზერბაიჯანელების გაყვანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, ასევე დაამატა, რომ სომხეთის სამხედროებმა შეტაკებების გარეშე შეწტყვიტეს წინსვლა.[3][8][9]

სევის ტბა სომხეთში, მეც-იშხანასარის მთის მწვერვალიდან.

სომხეთის მხარე ამტკიცებს, რომ საბჭოთა რუკების თანახმად, ტბის დიდი ნაწილი სომხეთის შემადგენლობაშია, მცირე ნაწილი კი აზერბაიჯანის. Armenpress-მა გამოაქვეყნა სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ნომერი J-38-21, მასშტაბი 1:100 000 რუკა (ხელმისაწვდომია ონლაინ[10]), რომელიც სევის ტბის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში აჩვენებს და მხოლოდ ტბის 10% მოქცეულია აზერბაიჯანის სსრ-ის ფარგლებში და სევის აღმოსავლეთით პატარა ტბა სრულად სომხეთის შემადგენლობაშია.[11] თუმცა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა აჩვენეს რუკა, რომლითაც დგინდება რომ ეს ტერიტორია სრულიად აზაერბაიჯანის ნაწილია და უარი განაცხადეს ტერიტორიის დატოვებაზე.[12]

14 მაისს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ოფიციალურად მიმართა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრასთან დაკავშრებით კონსულტაციების დაწყებისთვის.[13][14] იმავე დღეს ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მოითხოვა სამხედრო მხარდაჭერა.[15][16] სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მაღალჩინოსნებმა, რუსი სამხედროების წარმომადგენლებთან ერთად, სიუნიქის პროვინციაში, საზღვართან, გამართეს რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები, რომელიც არავითარი დაუყოვნებლივი შეთანხმების გარეშე დასრულდა.[13]

19 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის საერთო კომისია საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხზე, სადაც რუსეთი ჩაერთვებოდა კონსულტანტის ან მედიატორის როლში.[17] 20 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა საერთო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების გეგმა, სადაც რუსეთი შეასრულებდა მედიატორის როლს, რისთვისაც თითოეულ ქვეყანას 31 მაისისთვის უნდა წარედგინა დელეგატები.[18]

27 მაისს, დილით, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ექვსი სომეხი სამხედროს დაკავების შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, რასთან დაკავშირებითაც სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოითხოვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთის აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთებზე. „თუ სიტუაცია არ მოგვარდება, ამ პროვოკაციამ შესაძლოა მასშტაბური შეტაკება გამოიწვიოს“, განაცხადა ფაშინიანმა საღამოს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ფაშინიანი ასევე გამოვიდა წინადადებით, სომხეთისა და აზერბაიანების სამხედროების სასაზღვრო ზონებიდან უკან დახევისა და მათ ნაცვლად რუსეთის და/ან აშშ და საფრანგეთის, ეუთოს მინსკის ჯგუფის ორი სხვა თანათავჯდომარეების დამვკრვებლების სახით განლაგებაზე. სამხედრო ნაწილების დაშორებასა და სადამკვირვებლო მისიის დაწყებას, უნდა მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობით „სასაზღვრო პუნქტების დადგენის“ პროცესი განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.[19]

28 მაისს ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ ორივე მხარეს მოუწოდა დაუყოვნებელი დეესკალაციისა და 12 მაისამდე პოზიციების აღდგენისაკენ. ის ასევე მიესალმა შესაძლო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინადადებებს და გამოთქვა მზადყოფნა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციაში დახმარების აღმოჩენაზე. ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ისევ მოითხოვს სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივად გათავისუფლებას და მიესალმება დაძაბულობის შემცირებისაკენ გადადგუმ ყველა მცდელობებს.[20]

იანვარი 2022[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

11 იანვარს, სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციის ვერინ-შორჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი და სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.[21][22][23]

მარტი 2022[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

24 მარტს, არცახის მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა გადაკვეთეს კონტაქტის ხაზი და კონტროლი დააწესეს სოფელ ფარუხზე, რის შედეგადაც ქალები და ბავშვები გამოიყვანეს ახლომდებარე სოფელ ხრამორტიდან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.[24]

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 მაისს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვითარება აზერბაიჯანის შემოჭრასთან დაკავშირებით კვლავ გადაუჭრელი რჩება, ხოლო აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხური ჯარის გადაადგილების გამო ზოგიერთი პოზიციიდან უკან დაიხია და რომ მოლაპარაკებები კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მოსალოდნელი იყო დღის განმავლობაში.[25]

აზერბაიჯანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა არ დაადასტურა ინფორმაცია აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესახებ, ნაცვლად ამისა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს აზერბაიჯანის საზღვრების გამაგრებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განმსაზღვრელი რუკების საფუძველზე და აკრიტიკებს სომხეთის განცხადებებს, როგორც „პროვოკაციული“ და „არაადეკვატური“, ასევე სამინისტრო დასძენს, რომ სომხეთის ხელისუფლება შექმნილ სიტუაციას იყენებს წინასაარჩევო შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის და რომ აზერბაიჯანი ჩართული იყო მოლაპარაკებებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნორმალიზების საკითხზე.[26][27][28]

ყახაზეთის პრეზიდენთან ყასიმ-ჟომართ თოყაევთან სატელეფონო საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა სომხეთის გადაწყვეტილება თხოვნით მიმართა კუხო-სთან შეაფასა, როგორც „საკითხის ინტერნაციონალიზაციის“ მცდელობა.[29]

სხვა მხარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აშშ-ის დროშა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა „სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის არა-დემარკირებული მონაკვეთის გასწვრივ დაძაბულობის გაზრდასთან დაკავშირებით“ და მხარეებს მოუწოდეა „თავშეკავებისაკენ სიტუაციის მშვიდობიანი დეესკალაციისათვის“.[3] მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯალინა პორტერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას და აზერბაიჯანისგან მოელის „ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას“.[30][31] შეერთებულ შტატებს შეშფოთებას გამოხატავს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან, მათ შორის აზერბაიჯანის ძალების მიერ რამდენიმე სომეხი ჯარისკაცის დაკავებასთან დაკავშირებით. აშშ ორივე მხარეს მოუწოდებს ინციდენტის დაუყოვნებლივ მშვიდობიანად მოგვარებისკენ. აშშ ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლი გათავისუფლებისაკენ და ახსენებს აზერბაიჯანს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით ყველა პატიმრისადმი ადამიანურად მოპყრობის შესახებ.
  • 27 მაისს გამართულ პრეს-განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის არა-დემარკირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერ მოძრაობას მიიჩნევს პროვოკაციულად და უარყოფს ძალის გამოყენებას საზღვარის დემარკაციის მიზნით, მოუწოდებს ორივე მხარეს დაუბრუნდნენ თავიანთ წინა პოზიციებს და შეწყვიტონ არადემარკირებული საზღვრების გამაგრება და მათი დანაღმვა. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით თავიანთი ძალები დაებრუნებინათ 11 მაისისთვის დაკავებულ პოზიციებზე და დაუყოვნებლივ შექმნან სივრცე საზღვრის დემარკაციის მიზნით მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესისთვის.[32]
  • ევროპის დროშა ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიაზე ჯარის დროებითი შეყვანა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს; ვინაიდან სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ეს დარღვევა აზერბაიჯანის წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტის, საგანგაშო განცხადებებს მოჰყვა, რომლებიც ტერიტორიულ პრეტენზიებს აყენებს და ძალის გამოყენებით იმუქრება და ამით ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობისკენ მიმართულ ძალისხმევას.[4]
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე, მოითხოვა აზერბაიჯანის დაუყოვნებლივ უკან დახევა და განაცხადა რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს სომეხ ხალხს.[26][33]
  • ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ, რომელსაც ხელმძღვანელობენ რეფორმირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვან დერ შტაიი და ქრისტიანული კავშირის ლიდერი გერტ-იან სეგერსი, დააყენეს საკითხით რითიც კაბინეტისგან მოითხოვა დაარწმუნოს საბჭო, რათა შეუერთდეს საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მოწოდებას სომხეთიდან აზერბაიჯანის დაუყოვნებლივი გაყვანის მიზნით.[34]
  • ბელგიის დროშა ბელგიის წარმომადგენლობითმა პალატამ მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობას სომხეთის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის თაობაზე, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აგრეთვე სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.[35]
  • საბერძნეთის დროშა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული და „აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ცალმხრივი ქმედება, რამაც შეიძლება შეარყოს რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა“.[36]
  • ინდოეთის დროშა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ „საზღვრის შემოჭრას სამხედრო მოძრაობებით შეუძლია სიტუაციის დესტაბილიზაცია და საომარი მოქმედებების გამოწვევა“, და მოუწოდა „დამნაშავე მხარეს დაუყოვნებლივ გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია“.[37]
  • ირანის დროშა ირანის ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა მოჯთაბა ზოლნურმა განაცხადა, რომ თეირანი კატეგორიულად არ მიიღებს რეგიონში საერთაშორისო საზღვრების შეცვლას და უნდა შენარჩუნდეს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. მოგვიანებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა დაადასტურა, რომ საზღვრების ნებისმიერი ხელახლა გადახაზვა ირანისთვის წარმოადგენს წითელ ხაზს.[38]
  • რუსეთის დროშა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორივე ქვეყანას მოუწოდა პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს შუამავლობის მცდელობებს. პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სომხურმა მხარემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო“ და რომ „პრეზიდენტმა პუტინმა გაიზიარა ეს შეშფოთება“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ემოციების გამწვავების მიზეზს ვერ ხედავს საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: „არც ერთი გასროლა არ მომხდარა, არც არანაირი შეტაკება ყოფილა. ისინი დასხდნენ, მშვიდად დაიწყეს განხილვა, თუ როგორ განმუხტონ ეს სიტუაცია და დახმარება გვთხოვეს. ჩვენმა სამხედროებმა ასეთი დახმარება აღმოუჩინეს, მიღწეულ იქნა შეთანხმება. მე ვერ ვხედავ ემოციების გამძაფრების მიზეზს ამ საკმაოდ არაორდინალურ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდად მოგვარებულ საკითხთან დაკავშირებით.“[39]
  • ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გაითვალისწინეს 27 მაისს ექვსი სომეხი ჯარისკაცის დაკავების ფაქტი და მოითხოვეს ტყვეების გათავისუფლება.[40]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Armenia Says Soldier Killed In Shoot-Out With Azerbaijani Forces“. RFE/RL's Armenian Service. Radio Free Europe/Radio Liberty. 2021-05-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-26. ციტირების თარიღი: 2021-05-26. ციტატა: „One serviceman has been killed as a result of a shoot-out that followed the opening of fire by Azerbaijani troops" at a border position in eastern Armenia, the ministry said“
  2. Azerbaijan captures six Armenian troops on border. BBC News (27 May 2021).
  3. 3.0 3.1 3.2 Joshua Kucera. (14 May 2021) Armenia and Azerbaijan in new border crisis. ციტირების თარიღი: 14 May 2021
  4. 4.0 4.1 „European Parliament resolution on prisoners of war in the aftermath of the most recent conflict between Armenia and Azerbaijan (2021/2693(RSP))“ (პრეს-რელიზი). European Parliament. 2021-05-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-26. ციტირების თარიღი: 2021-05-26. ციტატა: „On 12 May 2021, troops from Azerbaijan temporarily entered the territory of Armenia, which amounts to a violation of the territorial integrity of Armenia and of international law“
  5. „Macron: Azerbaijani armed forces have crossed into Armenian territory. They must withdraw immediately. I say again to the Armenian people: France stands with you in solidarity and will continue to do so“.
  6. „Department Press Briefing – May 14, 2021“.
  7. „Macron: Azerbaijani armed forces have crossed into Armenian territory. They must withdraw immediately. I say again to the Armenian people: France stands with you in solidarity and will continue to do so“.
  8. Azerbaijanis cross Armenia's state border near Kut village as well (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  9. Residents of Verishen and Akner villages can no longer use pastures and raise livestock due to the presence of Azerbaijani armed servicemen (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  10. „General Staff of the USSR Armed Forces map of Goris J-38-21“. Vokrug Sveta Encyclopedia. J-38-21 Goris. 1975. p. 10-38-021. ციტირების თარიღი: 2021-05-24.
  11. „Soviet military map proves eastern, western and southern shores of Sev Lake unequivocally belong to Armenia“. Armenpress. 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2021-05-24. ციტატა: „Sev Lake with its eastern, western and southern shores is located in the territory of the Armenian SSR -“
  12. „Пашинян заявил о решимости разобраться с Карабахом“. Московский Комсомолец. 20 May 2021. ციტირების თარიღი: 21 May 2021.
  13. 13.0 13.1 Armenia Turns To Russian-Led CSTO Amid Border Standoff With Azerbaijan (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  14. Armenia turns to Russia-led bloc after Azerbaijan 'infiltration' (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  15. Armenian PM Pashinyan asks Russia's Putin for military support -Ifax (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  16. Armenia says Azerbaijan fails to fully withdraw after border incident (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  17. „Сергей Лавров провел переговоры с министром иностранных дел Таджикистана“. Новости. Первый канал. ციტირების თარიღი: 21 May 2021.
  18. „Armenia close to new agreement with Azerbaijan“. Eurasianet. 20 May 2021. ციტირების თარიღი: 21 May 2021.
  19. https://www.azatutyun.am/a/31277024.html
  20. https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/99246/armeniaazerbaijan-statement-spokesperson-recent-developments-border_en
  21. Azerbaijan says soldier killed after Armenian 'provocation'. The New Arab (11 January 2022).
  22. Armenia, Azerbaijan Trade Blame For Deadly Shooting Along Border. RadioFreeEuropeRadioLibery.org.
  23. Ghazanchyan, Siranush (12 January 2022). „Third Armenian soldier confirmed dead as a result of Azerbaijani provocation“. Public Radio of Armenia. ციტირების თარიღი: 12 January 2022.
  24. Tensions rise again as Azerbaijani forces cross line of contact - report en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-26
  25. Armenia says Azerbaijani forces remain in Syunik, demands their withdrawal (15 May 2021). ციტირების თარიღი: 15 May 2021
  26. 26.0 26.1 Armenia accuses Azerbaijan of failing to withdraw from its territory (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  27. No:165/21, Information of the Press Service Department of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2021-05-15
  28. Azərbaycan XİN: Ermənistanın siyasi-hərbi dairələrinə əsassız olaraq bölgədə vəziyyəti gərginləşdirməməyi tövsiyə edirik az. ციტირების თარიღი: 2021-05-15
  29. Azərbaycan Prezidentinin Rəsmi internet səhifəsi - XƏBƏRLƏR » Mətbuat xidmətinin məlumatı az. ციტირების თარიღი: 2021-05-17
  30. US State Department Describes Azerbaijani Incursion Into Armenia as Provocation (14 May 2021). ციტირების თარიღი: 14 May 2021
  31. State calls for Azerbaijan to pull back forces from Armenia border (14 May 2021). ციტირების თარიღი: 15 May 2021
  32. https://www.state.gov/detention-of-armenian-soldiers/
  33. Emmanuel Macron [EmmanuelMacron]. (13 May 2021) Azerbaijani armed forces have crossed into Armenian territory. They must withdraw immediately. I say again to the Armenian people: France stands with you in solidarity and will continue to do so.. ციტირების თარიღი: 14 May 2021
  34. Gert-Jan Segers, Kees van der Staaij (2021-05-20). „Motie van de leden Segers en Van der Staaij over zich aansluiten bij de oproep van de Franse president aan Azerbeidzjan om de troepen onmiddellijk terug te trekken (Motion by Members Segers and Van der Staaij to join the French President's call to Azerbaijan to withdraw troops immediately)“ (პრეს-რელიზი). The Hague: Tweede Kamer der Staten-Generaal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-26. ციტირების თარიღი: 2021-05-26. ციტატა: „The Chamber calls on the Cabinet to persuade the Council to join French President Macron's call to Azerbaijan to withdraw the troops immediately“
  35. https://www.lachambre.be/doc/flwb/pdf/55/1964/55k1964005.pdf
  36. Greece MFA: Armenia territorial integrity must be respected. News.am (May 20, 2021). ციტირების თარიღი: May 20, 2021
  37. Official Spokesperson's response to media queries on recent developments along the Armenia-Azerbaijan border. Government of India. ციტირების თარიღი: 21 May 2021
  38. „Peace in Caucasus matters much to Iran's national security“. Mehr News Agency. Tehran. 2021-05-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-26. ციტირების თარიღი: 2021-05-26. ციტატა: „Any redrawing of the borders is a red line for Iran, Zarif said.“
  39. „Лавров: РФ готова оказать содействие Армении и Азербайджану в вопросе делимитации границы“. TASS. 17 May 2021. ციტირების თარიღი: 21 May 2021.
  40. „Statement by the Co-Chairs of the OSCE Minsk Group“.