შინაარსზე გადასვლა

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ტიპი საზავო
ხელი მოეწერა 9 ნოემბერი, 2020
ადგილი მოსკოვი, რუსეთი
ძალაში შევიდა 10 ნოემბერი, 2020
ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის დროშა ილჰამ ალიევი
სომხეთის დროშა ნიკოლ ფაშინიანი
რუსეთის დროშა ვლადიმერ პუტინი
მხარეები აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სომხეთის დროშა სომხეთი

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება — სამმხრივი საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომი. ხელშეკრულებას 2020 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. შეთანხმების თანახმად მთიან ყარაბაღში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო 01:00 საათიდან (მოსკოვის დროით 00:00 საათიდან)[1][2]. შეთანხმებას ასევე ეთანხმებოდა არაღიარებული არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი[3]. ხელშეკრულება გაფორმდა სტრატეგიული ქალაქ შუშისათვის გამართული ბრძოლის შემდეგ, რომლის შედეგადაც ქალაქი აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ხელშეკრულების პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონის გარე ტერიტორია.
  სომხეთი.
  ომის შედეგად აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიები.
  აღდამის რაიონი: დაუბრუნდა აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბერს.
  ქალბაჯარის რაიონი: დაუბრუნდა აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 25 ნოემბერს.[4]
  ლაჩინის რაიონი: დაუბრუნდა აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 1 დეკემბერს.
  მთიანი ყარაბაღის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ არ გადადის.
  ტერიტორიები რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშ: ლაჩინის დერეფანი და დადივანქის მონასტერი.
  სომხეთის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი გზები.
  ახალი სატრანსპორტო გზა, რომელიც სომხეთის გავლით დააკავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას.
  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების საკონტაქტო ზოლი (2020 წლის კონფლიქტამდე).
  სხვა ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს არცახის რესპუბლიკა.

„ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

ვაცხადებთ შემდეგს:

  1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტას და საბრძოლო მოქმედებების დასრულებას მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.
  2. აღდამის რაიონი დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.
  3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.
  4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება, ავტომატური განახლებით შემდეგი ხუთი წლის პერიოდისთვის, თუკი არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე საკუთარი მიზნების შესახებ, შეწყვიტოს ეს მოცემულობა.
  5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.
  6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს; ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის, გააკონტროლებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები, ეს არ შეეხება ქალაქ შუშას.
  7. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეპფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება.
  8. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.
  9. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა.
  10. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.
  11. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.
  12. მხარეთა შეთანხმებით, უნდა განხორციელდეს ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომლებიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის რეგიონებთან დააკავშირებს[5][6][7][8][9][10].

სომხეთი და ყარაბაღი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ თავს დამარცხებულად არ ჩათვლით, ჩვენ თავს არასდროს ჩავთვლით დამარცხებულად და ეს გახდება ჩვენი ეროვნული ერთიანობა და აღორძინება“[11]. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ერევანში ძალადობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს გაშმაგებული ბრბო ფიზიკურად გაუსწორდა[12][13].

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ფართომასშტაბიანი სადღესასწაულო აქციები გაიმართა ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ[14].

  1. Путин выступил с заявлением о прекращении огня в Карабахе (რუსული). RIA Novosti (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  2. Пашинян заявил о прекращении боевых действий в Карабахе (რუსული). RIA Novosti (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  3. Президент непризнанной НКР дал согласие закончить войну (რუსული). RIA Novosti (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  4. Azerbaijan extends Armenian pullout deadline from Kalbajar (2020-11-15). ციტირების თარიღი: 2020-11-17
  5. Президент Ильхам Алиев обнародовал текст документа, подписанного с участием руководителей Азербайджана, России и Армении
  6. „რა წერია მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებაში, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის გაფორმდა“. 1tv.ge ((ქართ.)). 2020-11-10. ციტირების თარიღი: 2020-11-10.
  7. РИА Новости.
  8. Kramer, Andrew E.. (November 10, 2020) Facing Military Debacle, Armenia Accepts a Deal in Nagorno-Karabakh War.
  9. Agency, Anadolu. (November 10, 2020) Euphoric Azerbaijanis celebrate 'victorious' Nagorno-Karabakh peace deal.
  10. Обращение Президента Азербайджана Ильхама Алиева к народу
  11. https://www.aljazeera.com/news/2020/11/9/armenia-pm-says-signed-painful-deal-to-end-nagorno-karabakh-war Armenia, Azerbaijan, Russia sign deal to end Nagorno-Karabakh war]
  12. Արարատ Միրզոյանն այս պահին վիրահատվում է. Նիկոլ Փաշինյան Armenian.
  13. ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
  14. Armenia, Azerbaijan and Russia sign Nagorno-Karabakh peace deal. BBC (10 November 2020). ციტატა: „There is a real sense here that a key victory has been achieved after a very long fight. Groups are breaking out in chants and singing the national anthem.“
  15. Çavuşoğlu Azərbaycanı təbrik etdi az (10 November 2020).