სოლომონ ლაფაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლომონ ლაფაური
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1929
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 12 აპრილი, 2007 (77 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი
საქმიანობა მუსიკათმცოდნე, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე
ჯილდოები საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

სოლომონ ლაფაური-იობაშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1929 — გ. 12 აპრილი, 2007) — ქართველი მუსიკათმცოდნე, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის გუნდის დამაარსებელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.[1] დატოვებული აქვს მდიდარი არქივი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1951 წელს; 1959 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1947–1951 წლებში მღეროდა ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის დაარსების დღიდან (1956 წლის 30 დეკემბერი) მისი თანამშრომელი. მისი ხელმძღვანელობით მუსიკის რედაქციაში შეიქმნა სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატები. ხალხური რედაქციის დამაარსებელი (1979 წლიდან) და ხელმძღვანელი. მისი იდეით და ხელმძღვანელობით დაარსდა და შეიქმნა სხვადასხვა სახალხო დღესასწაულები „გარეჯობა“, „საბაობა“, „აფხაზეთი ტელეეკრანებზე“, „სულიკო, სსრკ–ში პირველი ქართული ტელეოპერა „გამზრდელი“ (1960 წელი, კომპოზიტორი ნოდარ გიგაური) და სხვა. რაიონებში მუშაობის შედეგად მისი იდეით შეიქმნა და ტარდებოდა თბილისის ფილარმონიაში „ხალხური შემოქმედების საღამოები“, რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილი მოდერირებდა. 1967 წლის 27 დეკემბერს, სოლომონ ლაფაურის ინიციატივით მოეწყო პირველი ქართული ტელერეპორტაჟი და ტრანსლიაცია ქუთაისიდან. (მანამდე მოძრავი ტელესადგურები არ არსებობდა, იმ დროისათვის მოსკოვმა გადასცა საქართველოს ნახმარი ტელესადგური, რომელიც თბილისში შეკეთებული იქნა) ქუთაისის ოპერის თეატრის გახსნასთან დაკავშირებით (დაიდგა „აბესალომ და ეთერი“).

2017 წლის 14 აპრილს, თბილისში, მიცკევიჩის 11-ში სოლომონ ლაფაურის მემორიალური დაფა გაიხსნა.[2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოლომონ ლაფაური. old.radio1 (10 თებერვალი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-30. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2019.
  2. სოლომონ ლაფაურის მემორიალური დაფა თბილისში. old.1tv.ge (18 აპრილი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-30. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2019.