გამზრდელი (ოპერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„გამზრდელი“ — პირველი ქართული ტელე-ოპერა. დაიდგა სოლომონ ლაფაურის ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1960 წელს, აკაკი წერეთლის პოემის მიხედვით.

ითვლება სსრკ-ში პირველ ტელე-ოპერად. იმავე წელს ნაჩვენები იყო სსრკ მუსიკალური რედაქციების საკავშირო სემინარზე, როგორც ნოვატორული ფორმატი.

1961 წლის 1 ივნისის საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებულებით დაჯილდოებული იქნა 25 კაციან შემოქმედებითი ჯგუფი.

პირველი წარმატებული ფორმატის შემდეგ შეიქმნა ოთარ თაქთაქიშვილის სატელევიზიო ოპერა „ჯილდო“ (1964). ეს ოპერა ლევან თაქთაქიშვილის მიერ გადატანილი იქნა კინოფირზე და ინახება საქ.ტელეარქივში.

შემოქმედებითი ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ევლახიშვილი – რეჟისორი
  • ლილე კილაძე – დირიჟორი და რედაქტორი
  • ნოდარ გიგაური – კომპოზიტორი
  • სოლომონ ლაფაური – მუსიკალური რედაქტორი
  • ჯ. ნანიტაშვილი, რ. არცივაძე, რ. გაბაშვილი – ოპერატორები
  • თენგიზ სამსონაძე – მხატვარი
  • ლევან ქიშმიშევი – ხმის რეჟისორი
  • დალი ღოღელიანი, რამაზ ჩხიკვაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ტარიელ საყვარელიძე – გახმოვანება
  • პეტრე თომაძე, ვახტანგ გლუნჩაძე, ნათელა ტუღუში, შოთა კიკნაძე – სოლისტები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]