ნოდარ გიგაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიგაური.

ნოდარ პარმენის ძე გიგაური (დ. 30 ივლისი, 1930, გორი, — გ. 13 აგვისტო, 2010) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია (პროფესორ ანდრია ბალაჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციაში ხმის რეჟისორად. ავტორია 2 ტელეოპერისა — „გამზრდელისა“ (აკაკი წერეთლის მიხედვით, 1960; პრემიერა მოსკოვის ტელევიზიით გადაიცა 1961 წელს; I ხარისხის დიპლომი საკავშირო კონკურსზე, მოსკოვში) და „გაზაფხული ზღაპრისა“ (საბავშვო ტელეოპერა, 1970; პირველად შესრულდა 1975 წელს). მასვე ეკუთვნის საბავშვო ოპერა-რევიუ „გვიხმობენ ზარები“ (1977) და ოპერა „გალობანი სინანულისანი“ (1987), სიმფონიური პოემა „გზა ვარსკვლავებისაკენ“ (1971), კამერული სიმფონია „ხევსურული ესკიზები“ (1980), კონცერტი ფაგოტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (1979), „ანდანტე სიმებიანი ორკესტრისათვის“ (1987), ქორალური პოემა სოლისტის, გოგონათა ანსამბლისა და სომფონიური ორკესტრისათვის — „მონატრება ილიასი“ (1987), საგუნდო საწარმოებები, საგალობლები, საესტრადო სიმღერები („ჩემი საგალობელი“, „აპრილი მოდის“, „ზღვისფერი გაქვს თვალები“, „მე თბილისელი ბიჭი ვარ“, „ნუ შეგაშინებს ჩემი ჭაღარა“ და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]