შინაარსზე გადასვლა

სკოტ უილსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკოტ უილსონი
მშობლიური სახელი Scott Wilson
დაბადების სახელი უილიამ დელანო უილსონი
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1942
თომასვილი, ჯორჯია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 6 ოქტომბერი, 2018 (76 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1967–2018
მეუღლე(ები) ჰარვენლი უილსონ
ჯილდოები კინომსახიობთა გილდიის ჯილდო

სკოტ უილსონი (ინგლ. Scott Wilson), დაბადების სახელი უილიამ დელანო უილსონი (ინგლ. William Delano Wilson; დ. 29 მარტი, 1942, თომასვილი, ჯორჯია, აშშ — გ. 6 ოქტომბერი, 2018, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, ოქროს გლობუსის პრემიის ნომინანტი 1981 წელს.

დაიბადა პატარა ქალაქ თომასვილში, ჯორჯიის შტატში. 1961 წელს, 19 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. 1967 წლიდან დაიწყო მსახიობად მუშაობა. დებიუტი შედგა ფილმში „შუაღამის სიცხე“.[1] კარიერის ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა რიჩარდ ბრუკსის ფილმში „ცივსისხლიანი მკვლელობა“. მთელ მის კარიერაში შეასრულა 60-ზე მეტი როლი, რომელთაგან უმრავლესობაში მეორე პლანზე ითამაშა. 2007 წელს მიიღო კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.[1] 2001–2006 წლებში მონაწილეობდა ტელესერიალ „CSI: დანაშაულის ადგილში“, აგრეთვე „საიდუმლო მასალებსა“ და „სამართალი და წესრიგში“. 2011 წელს ითამაშა ჰერშელ გრინის როლი ტელესერიალ მოსიარულე მკვდრებში, რომლისთვისაც კრიტიკოსებისაგან კარგი შეფასება დაიმსახურა.[2] წესით მას სერიალი მეორე სეზონის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ამ შეფასების წყალობით იგი ჯერ მესამე, ხოლო შემდეგ მეოთხე სეზონშიც გამოჩნდა.[3]

1977 წლიდან დაქორწინებული იყო ჰარვენლი უილსონზე. მათ შვილი არ ჰყოლიათ.[1]

2018 წლის 6 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ სკოტ უილსონი სერიალის მე-9 სეზონშიც დაბრუნდებოდა, მაგრამ ამავე დღესვე იგი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Scott Wilson- Biography. Yahoo!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-31. ციტირების თარიღი: 2012-09-16.
  2. Bruce Fretts. (28 ноября 2011) Cheers & Jeers: The Walking Dead's Great Scott Wilson. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-31. ციტირების თარიღი: 2012-09-16.
  3. Lesley Goldberg. (18 марта 2012) 'The Walking Dead' Dissection: Glen Mazzara and Robert Kirkman Spill on the Bloody Finale. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-31. ციტირების თარიღი: 2012-09-16.